NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » 9 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული 34 წლის იაგო ნებიერიძეა
ექსკლუზივი მთავარი გვერდი საზოგადოება სიახლეები

9 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული 34 წლის იაგო ნებიერიძეა

9 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული, რომელიცსამართალდამცველებმა დღეს დილით დააკავეს, 34 წლის იაგონებიერიძეა. ინფორმაციას “რუსთავი 2” ავრელებს.

ნებიერიძე გორში მოკლული მოზარდის საცხოვრებელი სახლის პარალელურ ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, სარემონტო სამუშაოებზე იყო დასაქმებული.

გავრცელებული ინფორმაციით, მისი დაკავება ამავე სახლში მოხდა.

საცხოვრებელი სახის სარდაფში კედელსა და იატაკზე სამართალდამცველებმა მოკლული ბავშვის სისხლის კვალიაღმოაჩინეს.

მთავარი ვერსიით მკვლელობაში ბრალდებულმა, გოგონა ჯერ სახლის სარდაფში წამებით მოკლა, შემდეგ კი მისი ცხედარი ურიკით მდინარე ლიახვის ნაპირზე მიიტანა და დატოვა. ცხედარს აღმოჩენისას ხელები შეკრული ჰქონდა, თავზე კი ცელოფნის ტომარა ჰქონდა ჩამოცმული.

გოგონა, რომელიც სახლიდან გუშინ შუადღის სამი საათისთვის გავიდა, საღამოს მდინარე ლიახვის პირასადგილობრივებმა მოკლული იპოვეს.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. მკვლელობის მოტივზეინფორმაცია შს სამინისტროს არ გაუვრცელებია.

წყარო: მარშალპრესი

პოპულარული სტატიები

უკრაინაში 40 მუშა შახტიდან არ ამოდის

მთავარი რედაქტორი

კობი ბრაიანტის წიგნი 23 ოქტომბერს გამოიცემა

მთავარი რედაქტორი

შსს-ს განცხადება დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით

თაკო
გადასვლა....