NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » Blog » “მკვლელობებს საერთოდ არ ვუკვეთავ, მით უმეტეს ტელეფონით”
საზოგადოება

“მკვლელობებს საერთოდ არ ვუკვეთავ, მით უმეტეს ტელეფონით”

მკვლელობებს საერთოდ არ ვუკვეთავ, მით უმეტეს ტელეფონით, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბიძა, თემურ ალასანია „ფეისბუქზე“ წერს.

„ჩემსა და პრეზიდენტს შორის ვითომ შემდგარი სატელეფონო საუბარი, რომელიც სამთავრობო „მხილებების“ ბოლო ჰიტად უნდა იქცეს, წარმოადგენს სრულ ფაბრიკაციას და არ გამოიწვევს არავითარ ვნებათაღელვას. შემოვიფარგლები მარტო ორი კომენტარით. ამათ ან ჩვენ ვგონივართ სრული იმბიცილები, რომ ასეთ თემებზე ვისაუბროთ, ან ქართველი ხალხი, რომელმაც ეს უნდა უპირობოთ გადაყლაპოს. ეს არც ჩემი საუბრის სტილია, განსაკუთრებით გინება და არც ჩემი ხმა. მკვლელობებს საერთოდ არ ვუკვეთავ და მითუმეტეს ტელეფონით. და მეორე. ეტყობა, ძალიან გაუჭირდათ და დამარცხება მათთვის გარდაუვლია. საიდან ვიცი? იქიდან რომ ოჯახის წევრებზე ქმნიან კომპრომატს“, – წერს თემურ ალასანია „ფეისბუქზე“.

ერთ-ერთმა უკრაინულმა ვებგვერდმა გაავრცელა ფარული აუდიოჩანაწერი. როგორც ვებგვერდზეა აღნიშნული, ჩანაწერში საუბრობენ ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი და მისი ბიძა თემურ ალასანია.

წყარო: 1tv.ge

პოპულარული სტატიები

შალვა შავგულიძე მზადაა ქვეყნის მთავარი პროკურორი გახდეს

მთავარი რედაქტორი

“ეს კაცი ასე დამადლებულ ლუკმას როგორ ირგებს და… ის გოგო ცხოვრებას და სინდისს…”

თაკო

“ივანიშვილ–ზურაბიშვილის მთლად ეგეთ გაფარჩაკებას მეც კი არ ველოდი”

თაკო
გადასვლა....