NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » Blog » “ისეთი შიში ვჭამე, ახლაც ვერ გამოვდივარ კარგად!”
ბლოგი

“ისეთი შიში ვჭამე, ახლაც ვერ გამოვდივარ კარგად!”

“ისეთი შიში ვჭამე, ახლაც ვერ გამოვდივარ კარგად!!

მოკლედ, საღამოა და მოვლასლასდით სასტუმროში ფეხით, თან საკმაოდ მძიმე პარკს მოვათრევ, რედბულ-ვოდკებიანს, ძლივს ავაღწიე ნომრამდე, რომ დავისვენო.

მახსოვს, რომ ლიფტიდან პირველივეა, მარცხნივ, ლუქსია თან, ორი დიდი ოთახით.
დავდე პარკი, გავიხადე ტანსაცმელი და ცოტა ხანს ხალათით დავშრიალებ, სანამ აბაზანაში შევალ. ლოგინზე უცებ რაღაც ბრჭყვიალა მაისური დევს, რუმმეითი ბიჭია, ცოტა გამიკვირდა, მაგრამ ნუ ახლა…

აბაზანისკენ მივდივარ და უფრო მეტად ვოცდები: ახლად გარეცხილი ვარდისფერი ტანგა, წითელი გიპიურის ტრუსი და “სეტკა” კოლგოტია. მდაჰ! ვერაფრით ვხვდები, რაში სჭირდება, სექსუალური თოი? თუ ვინმეს ეღადავება ხოლმე, მაგრამ ღადაობას 1 ტანგაც ეყოფოდა, აქ კიდევ კოლექციაა.

გამოვდივარ უფრო გაოცებული, კარადას ვაღებ და უპს: ქუსლიანი ფეხსაცმელები და ლიფი. დაქანცულზე, მხოლოდ ათიოდე წუთში აღმოვაჩინე, რომ ამ იდიოტმა გასაღებმა სხვისი ოთახის კარი გამიღო, რეალურად კიდევ მეორე კი არა მესამე სართულზე ვცხოვრობ!!

ვერ წარმოიდგენთ როგორი ისტერიკით გავიძრე ხალათი, დავკეცე, ამოვიცვი შარვალი, დავვავლე ხელი ნივთებს და ნახევრად შიშველი გამოვვარდი!!! აი საოცარი სანახაობა იქნებოდა: შემოდის თავწაკრული აზერბაიჯანელი ქალი და აბაზანაში, მისი ტრუსების მომზირალი, შიშველი, ხალათიანი ბიჭი ხვდება.

ყველაფერი წარმოვიდგინე და ბედნიერი ვარ, რომ მძარცველობაზე ცილისწამებას და მორიგ სკანდალს გადავურჩი, ესღა მაკლდა სრული ბედნიერებისთვის.” – წერს გურამ შეროზია სოციალურ ქსელში.

პოპულარული სტატიები

“კი ხარ ღირსი ეგდო სიღატაკის უფსკრულში და კამერის მომშვერი არ გყავდეს”

თაკო

“ჩემი სიმდიდრე ჩემი ოჯახია”- ინტერვიუ ნოდარი ბაბუასთან (ვიდეო)

მთავარი რედაქტორი

ოსკარზე ნომინირებული პირველი და ერთადერთი ქართული ფილმი

მთავარი რედაქტორი
გადასვლა....