NewsMedia-ახალი ამბები
მთავარი » Blog » ერთად თამარის გადასარჩენად
მთავარი გვერდი საზოგადოება

ერთად თამარის გადასარჩენად

” ჩხოროწყუს რაიონში სოფელ კირცხში მცხოვრები, მე-12 კლასის მოსწავლე  თამარ მალანია აგვისტოს თვეში მოჰყვა ავარიაში ამავე სოფლის ტერიტორიაზე. იგი იჯდა მანქანაში, უკანა სავარძელზე. მიიღო ხერხემლის მე-4 და მე-5 მალების მძიმე ტრამვა.

გადაადგილებისუუნაროა მხოლოდ წევს. ამჟამად არის სტამბულში. გაუკეთდა განმეორებითი ოპერაცია, რადგან საქართველოში გაკეთებული ოპერაცია იყო არასწორად, რამაც მთელი რიგი გართულებები გამოიწვია. არის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე, თუმცა სრულ გონებაზეა. ესაჭიროება აქტიური მკურნალობა, რომ მოუძლიერდეს ფილტვები და გადარჩეს ფიზიკურად. ფეხზე გავლაზე საუბარიც არაა ჯერ.” -გვიყვება თამარის ახლობელი.

“უკვე სამი თვეა ჩემი ოჯახის პატარა წევრი სიცოცხლისთვის იბრძვის. უკვე სამი თვეა არ დაგვიტოვებია უწყება საქართველოში, რომლისთვისაც დახმარება არ გვეთხოვოს. ვცადეთ ყველა გზა, პირადი კავშირები თუ საჯარო შეხვედრები, მაგრამ ”ჩემმა და თქვენმა” სახელმწიფომ 16 წლის გოგონას დასახმარებლად ჯამში თეთრი არ გაიღო. სამაგიეროდ არასწორად გაკეთებული ოპერაციის და ბავშვის ზურგის ტვინში ჩატეხილი ტიტანის შედეგად მთელი რიგი ინფექციები და გართულებები წავიდა, რასაც ასეული ათასები დასჭირდა გამოსასწორებლად. დღეს თამარის მდგომარეობა ისევ ძალიან დამძიმდა. დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს პარლამენტი უკიდურეს ზღვრამდე მისულებს ყურაღება მოგვაქციეთ. არაგონივრული ნაბიჯების გადადგმა ჩვენს ინტერესში არაა, ბავშვის გადარჩენა-კი! მიმღები : ლალი გოგიჩაიშვილი ლიბერთი ბანკის ანგარიში ანგარიშის ნომერი : GE68LB0711115094785000 ანგარიშის ვალუტა : GEL/USD/EUR”- აცხადებს თამარის ახლობელი.

პოპულარული სტატიები

“თუ მკვლელი, კარტელის „დედოფალი“ და ქვესკნელის დესპანი ვარ, მაშინ დამაკავეთ”

თაკო

“ნაცისტებს ასე ჩვევიათ: ვითომ არ ახსოვთ! ბრბო კი ივიწყებს”

თაკო

კირკუკში ტერაქტებს მსხვერპლი მოჰყვა

გადასვლა....