NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » “ღმერთი არ არსებობს” _ ჰოკინგის დასკვნა, რომლის შესახებაც მეცნიერმა საკუთარ წიგნში დაწერა
საზოგადოება

“ღმერთი არ არსებობს” _ ჰოკინგის დასკვნა, რომლის შესახებაც მეცნიერმა საკუთარ წიგნში დაწერა

ღმერთი არ არსებობს – ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფიზიკოსის სტივენ ჰოკინგის დასკვნა, რომლის უკანასკნელი წიგნიც სამშაბათს გამოქვეყნდა.

წიგნი, რომელიც მეცნოერის გარდაცვალების შემდეგ მისმა ოჯახის წევრებმა დაასრულეს, საზოგადოებას სთავაზობს პასუხებს იმ კითხვებზე, რომლებიც თავად ჰოკინგმა დედამიწაზე ცხოვრების განმავლობაში მიიღო.

სხვა თავზარდამცემი ამბები, რომლებიც ბრიტანელმა მეცნიერმა მკითხველს შესთავაზა ეხება რწმენას, რომ უცხოპლანეტური ცხოვრება არსებობს, რომ ხელოვნური ინტელექტი ადამიანის გონებას აჯობებს და რომ დროში მოგზაურობა გამორიცხული არ არის.

ჰოკინგი თავისი დროის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მეცნიერია. ის მიმდინარე წლის მარტში 76 წლის ასაკში გარდაიცვალა.

“ღმერთი არ არსებობს. არავინ მართავს სამყაროს,”– დაწერა მეცნიერმა

წიგნში “მოკლე პასუხები დიდ კითხვებზე”.

“საუკუნეების განმავლობაში სჯეროდათ, რომ ისეთი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები, როგორიც მე ვარ, უფლის წყევლის ქვეშ ცხოვრობდნენ. მე ვამჯობინებ ვიფიქრო, რომ ყველაფერი სხვა გზით შეიძლება აიხსნას, ბუნების კანონებით”- თქვა ჰოკინგმა.

ჰოკინგს ამიოტროფული გვერდითი სკლეროზი ჰქონდა, რომელიც ლუ გერიგის დაავადების სახელით არის ცნობილი.

გარდა იმისა, რომ მეცნიერს უცხოპლანეტური სიცოცხლის სჯეროდა და ამასთანავე ამბობდა, რომ დროში მოგზაურობის გამორიცხვა არ შეიძლება, მან ასევე იწინასწარმეტყველა, რომ მომავალი 100 წლის განმავლობაში მზის სისტემაში ნებისმიერ ადგილას მოგზაურობა გახდება შესაძლებელი.

“ის აცნობიერებდა, რომ ადამიანებს განსაკუთრებით ამ კითხვებზე სურდათ მისგან პასუხის მიღება”- განაცხადა CNN-თან საუბარში მეცნიერის შვილმა ლუსი ჰოკინგმა.

ლუსი ჰოკინგის თქმით, მეცნიერის ერთ-ერთი მთავარი წუხილი იყო ის რომ საზოგადოება თანდათან უფრო მეტად იხლიჩებოდა და რომ ადამიანები თანდათან კარგავდნენ გარეთ ყურების უნარს და მხოლოდ შიგნით საკუთარ თავში იყურებოდნენ.

თუმცა, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მეცნიერის ბოლო მესიჯი მკითხველისადმი მაინც დამაიმედებლად ჟღერს – ცდილობდა რა გაეცა პასუხი კითხვაზე “როგორ მომავალს შევქმნით?” წიგნის ბოლო თავში ჰოკინგმა დაწერა: “გახსოვდეთ რომ იყუროთ ზევით ვარსკვლავებისკენ და არა ქვევით თქვენი ფეხებისკენ”.

წყარო: allnews.ge

პოპულარული სტატიები

რა წერია ზუზუ ბეჟაშვილის გარდაცვალებაზე ექპერტიზის დასკვნაში?

თაკო

“შენ არ იყო მიშა თუ არ გამოექანო” – სარიშვილი კალაძის განცხადებას ეხმაურება

თაკო

თბილისში სკოლის დირექტორი მშობელმა დაკბინა

მთავარი რედაქტორი
გადასვლა....