NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » “უხერხულია, როდესაც პარლამენტის წევრი ატყუებთ ჟურნალისტებს და ამომრჩევლებს”
საზოგადოება

“უხერხულია, როდესაც პარლამენტის წევრი ატყუებთ ჟურნალისტებს და ამომრჩევლებს”

“Irakli Sesiashvili უხერხულია, როდესაც პარლამენტის წევრი ატყუებთ ჟურნალისტებს და თქვენს ამომრჩევლებს. სამ სართულიანი სახლი ქოშიგორაზე, რომელიც ამ ფოტოზე ჩანს, თქვენ 2012 წელს არ გქონდათ, მშენებლობის დაწყების მოთხოვნით მერიაში განაცხადი, 2016 წელს შევიდა. 2018 წლის 13 სექტმებერს, მშენებლობის დასრულების შემდეგ, მერიამ უარი გითხრათ სახლის ექსპლუატაციაში მიღებაზე, იმიტომ, რომ უფრო დიდი სახლი აიშენეთ ვიდრე ეს პროექტით იყო გათვალისიწინებული. საზოგადოებისთვის კი განვმარტავ, დეპუტატ ირაკლი სესიაშვილს, 1000 კვმ მიწის ნაკვეთზე აქვს ორი სახლი, ერთი ძველი 2012 წლამდე აშენებული, მეორე სამ სართულიანი სახლი ახალია საკ/კოდი #01.72.14.006.257. სახლი შედგება სამი სართულისაგან, პირველ სართულზე განაწილებულია, ტამბური, კაბინეტი, საბუხრე ადგილი, აბაზამა, სამზარეულო, სასადილო, ღვინის კუთხე და მათთან დამაკავშირებელი დერეფანი, საძილე ოთახები დამოუკიდებელი გარდერობებით და სველი წერტილებით, მესამე სართულზე საძილე ოთახი, მინი სამზარეულო და საბუხრე ოთახი და ვერანდა

ბატონო ირაკლი, თქვენი ახალი სახლი, დეპუტატებობის პერიოდში აშენებული საპროექტო შენობა მონოლითური კარკასისაა, ლენტური საძირკვლით, სართულშუა გადახურვად გამოყენებულია რკინა ბეტონის ფილა. ასევე სახურავადაც გამოყენებულია რკინა ბეტონის ფილა დამუშავებული ცეცხლგამძლე და წყალგამძლე მასალით. შემავსებლად გამოყენებულიასამშენებლო ბლოკი. დეკორატიული გაფორმების მიზნით მოპირკეთებულია ბუნებრივი აგურის ფაქტურით, აქვს. ასევე შენობის უკანა მხარეს დაგეგმილი გაქვთ მზის ბატარეების მოწყობა.” – წერს ჟურნალისტი ნოდარ მელაძე სოციალურ ქსელში.

პოპულარული სტატიები

“მაგ ელექტრონულ ბარათს კი შენთვის შევინახავთ, გლდანის ციხეში გამოგადგებათ”

თაკო

“ოცნებავ” – ნუ მასაღებ “ხალხად” რა!”

თაკო

უბილეთო მგზავრობაზე შესაძლოა კონტროლი გამკაცრდეს

თაკო
გადასვლა....