NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » Blog » „ზურაბიშვილის გაპრეზიდენტების შემთხვევაში ეს იქნება ნელად მოქმედი ნაღმი“
პოლიტიკა

„ზურაბიშვილის გაპრეზიდენტების შემთხვევაში ეს იქნება ნელად მოქმედი ნაღმი“

გურიის შემდეგ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლები, კოორდინატორები, ზონის უფროსები და აქტივისტები ოცნებას რუსთავში, გარდაბანში, დმანისში, წალკასა და მარნეულშიც ტოვებენ – ინფორმაციას  „ევროპული საქართველო“ ავრცელებს.

„სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად გახდომა არის თითოეული თქვენთაგანის, ვინც „ქართულ ოცნებაში“ მუშაობთ კომპრომისი სინდისთან. ეს არის ის შეცდომა რომლის წინაშეც თავის მართლება და საკუთარ სინდისთან ანგარიშსწორება მოგვიწევს სამომავლოდ. მე ძლიან მიხარია, რომ ეს პროცესი შეუქცევადია და „ევროპულ საქართველოს“ ძალიან ბევრი ადამიანი შეუერთდა „ქართული ოცნებიდან“. უამრავი ადამიანი ფიქრობს ასე.

ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ „ქართული ოცნების“ შტაბი არ დარჩა რეგიონებში სადაც არ იყოს წინააღმდეგობა სალომე ზურაბიშვილის არჩევასთან დაკავშირებით. ჩვენ ერთი სახელმწიფო გვაქვს, ჩვენ ერთი სამშობლო გვაქვს და მიუხედავად პარტიული განსხვავებებისა უნდა შევჯერდეთ ერთ მთავარ პრინციპზე, რომ ჩვენ გვინდა უკეთესი ხვალინდელი საიმედო დღე და სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტების შემთხვევაში ეს იქნება ნელად მოქმედი ნაღმი რომელსაც ჩვენივე ხელით ჩავუდებთ ჩვენს სახელმწიფოს ფუნდამენტში და როდესაც ფუნდამენტი დაინგრევა მაშინ შენობის სილამაზეს არანაირი აზრი აღარ ექნება“, – განაცხადა გიგი უგულავამ გამართულ ბრიფინგზე.

პოპულარული სტატიები

“ევროპული საქართველო” წარმოადგენს „ოცნებაზე“  მეტად „ოცნებას“ ივანიშვილის სამეფო კარზე“

თაკო

“ომეგას” თამბაქოს ქარხანამ მუშაობა განაახლა

მთავარი რედაქტორი

“იშვიათად მინახავს ასე ერთად თავმოყრილი ქალში ამდენი ღირსება და თვისება”

თაკო
გადასვლა....