NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » “უაზრობაა იმ ადამიანის ლიდერად გადაქცევა, ვინც მატჩამდე ოცჯერ შედის ტუალეტში”
სპორტი

“უაზრობაა იმ ადამიანის ლიდერად გადაქცევა, ვინც მატჩამდე ოცჯერ შედის ტუალეტში”

ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი, მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონი, დიეგო მარადონა მოწოდებით გამოვიდა. მისი თქმით, „ბარსელონას“ ფორვარდისგან, ლიონელ მესისგან არგენტინის ნაკრების ლიდერი არ უნდა შექმნან. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

„მოდით, ამიერიდან თავი დავანებოთ მესის გაღმერთებას. მე მიჭირს ამაზე ლაპარაკი, მაგრამ უაზრობაა იმ ადამიანის ლიდერად გადაქცევა, ვინც მატჩამდე ოცჯერ შედის ტუალეტში. „ბარსელონას“ რიგებში ერთი მესი თამაშობს, არგენტინის ნაკრებში – მეორე,“ – განაცხადა დიეგომ.

შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე, მარადონამ მესის ურჩია არგენტინის ნაკრებში აღარ დაბრუნდეს.

პოპულარული სტატიები

იოზილს, ლამი გადაარჩენს?!

მთავარი რედაქტორი

“მგზავრებმა” “რუსთავი” დაამარცხა და სუპერლიგის ბრინჯაოს მედლებს დაეპატრონა

მთავარი რედაქტორი

ბულგარეთში ევროპის ჩემპიონატზე ქართველი მკლავჭიდელები პირველ ადგილზე გავიდნენ

გადასვლა....