NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული აფხაზეთშია
ახალი ამბები

ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული აფხაზეთშია

„დიახ, მე ვნახე ვიდეო და, ალბათ, თქვენც ნახეთ. ჩვენს ვიდეოში მხოლოდ ადამიანების სილუეტებს ვხედავთ. ადამიანები მოდიან, ვიღაც ვარდება, ვიღაც ისვრის. ჩვენ არ ვამართლებთ ძალადობას. შეიძლება ვინმეს ეგონოს, რომ დაიღუპა ქართველი და ყველა ბედნიერია აფხაზეთში. ეს ასე არ არის. აღძრული იყო საქმე და ის დაკავებული იყო, მაგრამ ადამიანის დაპატიმრებისთვის საქმის ბოლომდე მიყვანაა საჭირო. სურვილი რომ არ გვქონოდა, მაშინ საქმესაც არ აღვძრავდით. დიახ, დღეს ის იმყოფება აფხაზეთში. მესმის, რომ ინტერპოლით იძებნება, მაგრამ ამ პრინციპით ყველა შეიძლება ინტერპოლის სიაში მოხვდეს. იქ მოხვდნენ 10 წლის წინ გარდაცვლილი ადამიანებიც, ამიტომ არავინაა დაზღვეული ამ სიაში მოხვედრისგან“, – ამბობს დაურ კოვემ.

აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლების ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზეც ისაუბრა.

„საქართველოში შეიქმნა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია. თავიდანვე ვამბობდი, რომ ამ სიის შედგენა პროცესს არ წაადგებოდა და დაძაბავდა სიტუაციას. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს სია ჩვენთვის მიუღებელია. სანამ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში გვარები არ ჩაიწერა, მანამდე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების შეხვედრა მიმდინარეობდა და ოთხოზორიას საკითხზეც იყო საუბარი. ჩვენი პოზიციაა, რომ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრაზე არ იყოს ცალკე საკითხად ოთხოზორიას თემა. ჩვენ მზად ვართ, რომ ქართულმა მხარემ განიხილოს ოთხოზორიას მკვლელობის საქმე, მაგრამ იმ საკითხის ფარგლებში, რომელსაც ეწოდება ადგილზე სიტუაციის მიმოხილვა“, – განაცხადა დაურ კოვემ.

ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში 33 პირი მოხვდა.

არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, ოკუპირებული ცხინვალის ინფორმაციით, ის თითქოს სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა. ნაწამები ტატუნაშვილის ცხედარი ქართულ მხარეს 26-დღიანი ლოდინის შემდეგ გადმოსცეს.

გიგა ოთხოზორია ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ნაბაკევის მოსაზღვრე ზუგდიდის სოფელ ხურჩაში 2016 წლის 19 მაისს მოკლეს.სასამართლომ მისი მკვლელი დაუსწრებლად დამნაშავედ ცნო და 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

პოპულარული სტატიები

,,დიდი მადლობა მადრიდელებს”

შაკო ოდიშვილი

ნიჩბოსანი ზაზა ნადირაძე ევროპის ჩემპიონია

ზაზა სარალიძე სისტემის წინააღმდეგ იბრძვის

გადასვლა....