NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » „ომეგა ჯგუფის“ თანამშრომლები ფინანსთა სამინისტროსთან აქციას მართავენ
ახალი ამბები

„ომეგა ჯგუფის“ თანამშრომლები ფინანსთა სამინისტროსთან აქციას მართავენ

„ომეგა ჯგუფში“ შემავალი კომპანიების თანამშრომლები ფინანსთა სამინისტროსთან აქციას მართავენ. მათი მთავარი მოთხოვნაა „ომეგას“ კომპანიებმა მუშაობა სრულფასოვნად შეძლონ.

აქციის მონაწელეთა თქმით, ფინანსური პრობლემები ხელოვნურად არის შექმნილი და ამის გამო 1500-მდე დასაქმებული მესამე თვეა მუშაობას ვერ ახერხებს.

სამინისტროსთან შეკრებილები ხელისუფლებას მოუწოდებენ, უმოკლეს ვადებში მოგვარდეს „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით შექმნილი პრობლემები.

„ომეგას“ მენეჯმენტი აცხადებს, რომ ისინი 52 მილიონზე მეტი საბიუჯეტო დავალიანების გადახდაზე უარს არ ამბობენ, თუმცა ვალის დასაფარად მოითხოვენ რესტრუქტურიზაციის გეგმა შემუშავდეს და დავალიანებაზე დარიცხული საურავი 2 წლით გაიყინოს.

ცოტა ხნის წინ „ომეგა ჯგუფმა“ პრესკონფერენცია გამართა, რომელზეც კომპანიის გენერალურმა მენეჯერმა ლევან აღდგომელაშვილმა „ომეგა ჯგუფის“ სპეციალური განცხადება წაიკითხა, რომლითაც ფინანსთა სამინისტროს მიერ გასულ პარასკევს გაკეთებულ განცხადებას უპასუხა.

აღდგომელაშვილის თქმით, უწყების განცხადება „უხვად შეიცავს ცრუ და პოპულისტურ პასაჟებს“.

ფინანსთა სამინისტრო თავის მხრივ, „ომეგა ჯგუფის“ ბრალდებას უარყოფს.

წყარო:  imedinews.ge

ომეგა ჯგუფი

პოპულარული სტატიები

ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი მილიონ 472 ათასი ლარით იზრდება

მეტროსადგურების მუშაობის აღდგენამდე ავტობუსებით მგზავრობა უფასო იქნება

მთავარი რედაქტორი

დღეს გიო ხუციშვილის ვარსკვლავი გაიხსნა

მთავარი რედაქტორი
გადასვლა....