NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » ,,ეს არის მთავრობის დაგეგმილი მკვლელობა, იციან, იქ რაც მოხდა”
ახალი ამბები

,,ეს არის მთავრობის დაგეგმილი მკვლელობა, იციან, იქ რაც მოხდა”

პროკურატურამ სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მწყემსის,მალხაზ კობაურის  ხადის ხეობაში ჩაყვანაზე უარი განაცხადა. ამან კობაურის ოჯახის წევრებისა და ადვოკატების უკმაყოფილება გამოიწვია. ინფორმაციას ჟურნალი ,,სარკე” ავრცელებს.

-იქ რომ წასულიყვნენ, ბევრ რაღაცას აეხდებოდა ფარდა. იციან, იქ რაც მოხდა. ჩემი შვილი რისი გამკეთებელი იყო, ისიც კარგად იციან, მაგრამ თვითონ სამარეს გაითხრიდნენ და იმიტომ არ წავიდნენ; იმიტომ არ წავიდნენ, რომ ეს არის მათი, მთავრობის დაგეგმილი მკვლელობა,  – ამბობს კობაურის დედა მარიამ მარტიაშვილი.

დაცვის მხარის ინფორმაციით, პროკურატურა თავის თავზე ვერ იღებს ამ გადაწყვეტილებას, ამიტომ ითხოვენ სასამართლოს გადაწყვეტილებას.

-ველოდებით სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც 24 საათის განმავლობაში უნდა გახდეს ცნობილი, – განაცხადა დვოკატმა, ალექსანდრე კობაიძემ.

პოპულარული სტატიები

ზვიად კუპრავა პრემიერს მიმართავს

მთავარი რედაქტორი

იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს სხდომას გამართავს

თაკო

კუპრავა და ზაზა სარალიძე თანამებრძოლები აღარ არიან

მთავარი რედაქტორი
გადასვლა....