NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » “ჩემი სურვილია, რომ მეგრულმა ოდამ მოიპოვოს ძეგლის სტატუსი”
პოლიტიკა

“ჩემი სურვილია, რომ მეგრულმა ოდამ მოიპოვოს ძეგლის სტატუსი”

საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ჩხოროწყუს კულტურის სახლში ადგილობრივებს შეხვდა და საკუთარი სამოქმედო გეგმა გააცნო.

„მე ვიქნები საქართველოს მთავარი ელჩი, მთავარი ადვოკატი საერთაშორისო ასპარეზზე. ვიყავი ერთ-ერთი ხელმომწერი მიმართვისა, რომლის თანახმადაც, იუნესკო-მ ქართული დამწერლობა მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარა. ჩემი სურვილია, რომ მეგრულმა ოდამა სევე მოიპოვოს ძეგლის სტატუსი”,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ჩხოროწყუში გამართულ შეხვედრაზე.

შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ზვიად ძიძიგური, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ზაზა გაბუნია და სამეგრელო–ზემო სვანეთის გუბერნატორი, ალექსანდრე მოწერელია დაესწრნენ.

პოპულარული სტატიები

2 ივნისს აქცია „არა ოკუპაციას, რუსეთი სირია!“ გაიმართება

მთავარი რედაქტორი

“მე ზურგიდან არავის არ ვეპარები, აქ იყო ჩანაფიქრი სხვა რაღაცა…”

თაკო

“ისინი ყოველთვის გარიგდებიან, ქართველი ხალხის ხარჯზე”

თაკო
გადასვლა....