NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » მკვლელობა თბილისის ცენტრში – 25 წლის მამაკაცი დანით მოკლეს
საზოგადოება

მკვლელობა თბილისის ცენტრში – 25 წლის მამაკაცი დანით მოკლეს

მკვლელობა თბილისის ცენტრში – დიუმას ქუჩაზე 25 წლის ახალგაზრდა ცივი იარაღით დაჭრეს. ის საავადმყოფოში გადაყვანიდან მელევე გარდაიცვალა.  ინფორმაციას “რუსთავი 2” ავრცელებს.

ამჟამად ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული. ადგილობრივები ამბობენ, რომ ისინი ფაქტს არ შესწრებიან, თუმცა ესმოდათ ჩხუბის ხმა.

„გვიან ღამით 04:00 საათი იყო. ბიჭი იგინებოდა. ჩხუბის მაგვარი იყო. მერე პოლიცია მოვიდა,“-აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

რა გახდა თბილისში საზარელი მკვლელობის მიზეზი უცნობია. ერთ- ერთ ვერსიად ანტისემიტიზმი სახელდება.

არსებული ინფორმაციით ინციდენტი თავისუფლების მოედანზე  მდებარე ერთ-ერთ ბარში დაიწყო და დიუმას ქუჩაზე გაგრძელდა. ვიტალი საფაროვს მრავლობითი ჭრილობები მიაყენეს, მათშორის სახის არეშიც. ჩხუბის მონაწილეებმა დაჭრილი მიატოვეს და გაიქცნენ. ის ადგილობრივებმა იპოვეს და პოლიცია გამოიძახეს.

სავარაუდოდ, მკვლელი იქვე მდებარე ობიექტების სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა.

ჩხუბის დროს კიდევ ერთი პირი დაიჭრა, რომელიც კლინიკაშია მოთავსებული.

„სასიკვდილოდ იყო დაჭრილი ჩვენი თანამშრომელი და ჩემი მეგობარი. ის იმყოფებოდა თავის მეგობართან ერთად. ისიც არის დაჭრილი რამდენადაც ჩვენ ვიცით და იმყოფება ერთ-ერთ საავადმყოფოში. ეს შემთხვევა გამთენიისას მოხდა. სავარაუდოდ 05:00-დან 06:00 საათამდე და მშობლებმა და ნათესავებმა შუადღისით შეიტყვეს ეს ინფორმაცია. ამ წუთამდე არ აქვთ საშუალება, რომ მოახდინონ იდენტიფიცირება. ერთადერთი რასაც ჩვენ ვითხოვთ, ეს არის სწრაფი ეფექტური გამოძიება,“-განაცხადა გარდაცვლილის მეგობარმა აგიტ მირზოევმა.

სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით არის აღძრული.

გამთენიისას 25 წლის მამაკაცი დანით მოკლეს

მკვლელობა თბილისის ცენტრში – გამთენიისას 25 წლის მამაკაცი დანით მოკლესსრული ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს:http://www.rustavi2.ge/ka/news/114875

Gepostet von Rustavi 2 am Sonntag, 30. September 2018

პოპულარული სტატიები

პირველადი ჯანდაცვის ხუთი დაწესებულება საგანგებო რეჟიმში იმუშავებს

თაკო

“ჩვენს შვილს ძალიან უნდა ფეხზე გაიაროს და ვცდილობთ, ეს სურვილი ავუსრულოთ”

თაკო

“ყველა მოქალაქეს, რომელიც აპირებს იტალიაში მოგზაურობას” – საკონსულოს განცხადება

თაკო
გადასვლა....