NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » “რატომ რისკავთ ბავშვების სიცოცხლეს სულელური ფოტოების გამო?”
საკითხავი

“რატომ რისკავთ ბავშვების სიცოცხლეს სულელური ფოტოების გამო?”

“დღეს მთაწმინდაზე ვიყავი შვილთან ერთად – საბავშვო ფესტივალს დავესწარით. უამრავი ბავშვი და მშობელი იყო. ნამდვილად არ ვარ კრიტიკოსი, სკეპტიკოსი ან ისეთი ადამიანი, ყველაფერში რომ ცუდს ხედავს, თუმცა მშობლების საოცარმა ქცევებმა წყობიდან გამომიყვანა და მინდა, აუცილებლად გაგიზიაროთ…

ჯერ იყო და მინიმუმ 5-ჯერ მაინც (რაც ჩემი იქ ყოფნის დროს გავიგე) დაკარგეს მშობლებმა შვილები. ატირებული პატარები სცენასთან მიჰყავდათ უცნობებს და იქ აცხადებდნენ, რომ მშობლებს ელოდნენ. ბავშვები ამ დღეში იყვნენ და ზოგიერთი მშობელი (ერთისა ბებია იყო) ისეთი აუღელვებელი მოდიოდა, ვითომ არაფერი…

თუმცა ამაზე მეტად სხვა რამის მოყოლა მინდა. ალბათ უმრავლესობა თქვენგანი ნამყოფია მთაწმინდაზე და ფუნიკულიორთან უნახავს დიდი მოაჯირი, საიდანაც მთელი ქალაქი მოჩანს და უამრავი ადამიანი იღებს ფოტოებს. მოაჯირს მიღმა დამრეცი მთაა, ანუ საკმაოდ საშიშია…

ჰოდა, წარმოიდგინეთ ასეთი სურათი: მიდის დედა და მამა ამ მოაჯირთან (არა ახალგაზრდები – ანუ ახალგაზრდა ასაკს ვერ დავაბრალებთ ამ “სითამამეს”), სვამენ მოაჯირზე დაახლოებით 1-2 წლის პატარას… მამა კარგად ამზადებს, ხელს უშვებს… და დედა ამ დროს ცდილობს, კარგი კადრი დაიჭიროს და ფოტო გადაიღოს… ვერ წარმოიდგენთ, რა დამემართა. გული კინაღამ გამიჩერდა… ერთი მოძრაობა და ბავშვი მოაჯირს იქით იყო გადავარდნილი… ვერც ხმა ამოვიღე საჩხუბრად, იმის შიშით,

ყურადღება არ მოედუნებინათ და ბავშვი არ გადავარდნოდათ იქიდან… ისე ცუდად გავხდი, გამოვედი და იქვე ბართან, წყალი დავლიე…

არ ვიცი, რა აუცილებელია თოთო ბავშვს ასეთ ხედზე გადაუღო ფოტო, ასეთი რისკის ფასად? რომ მერე სოციალურ ქსელში დადო და თავი მოიწონო? ამდენი უბედურება ხდება და განგებ რატომ ვრისკავთ ასეთი სისულელის გამო? რამდენჯერ მინახავს ექსკურსიებზე, მშობლები ლამის კლდის ქიმზე აყენებენ შვილებს, რომ “კარგი ფოტო” გადაუღონ… არ მესმის და რა ვქნა? დამიძახეთ გოიმი და ჩამორჩენილი, ბავშვს ეს ფოტოები ნამდვილად არ სჭირდება, მშობლებს ჰგონიათ რატომღაც, რომ ასეთი ფოტოების დადებით უფრო მეტ მოწონებას და აღტაცებას დაიმსახურებენ… ათასობით ადამიანი შეეწირა სარისკო სელფების გადაღების სურვილს, თუმცა ეს გაკვეთილი რატომღაც არაა საკმარისი… იქნებ ცოტა მეტად ვიფიქროთ ამაზე? ღირს “საოცარი კადრი” ბავშვის სიცოცხლის გარისკვად?”

მშობლის წერილს “მშობლები.ge” აქვეყნებს.

პოპულარული სტატიები

მიტოვებული წყალტუბოს სანატორიუმი და CNN-ის ობიექტივში მოხვედრილი მძიმე რეალობა

თეთრი ხმაურის მოძრაობა საგანგებო განცხადებას ავრცელებს

თაკო

ქართველი ქალი, რომელიც რუსეთმა პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა – “მათთვის არასასურველი ადამიანი გავხდი!”

თაკო
გადასვლა....