NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » “ჯანსაღ მოსახლეობას არ სჭირდება დაშინებული პოლიცია”
პოლიტიკა

“ჯანსაღ მოსახლეობას არ სჭირდება დაშინებული პოლიცია”

ბათუმის პოლიციის მეორე განყოფილების უფროსის მოადგილის თანამდებობა სავარაუდოდ “ფეისბუქზე” გამოქვეყნებულ პოსტს შეეწირა.

კობა მანველიძე შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით ორი თვეა დისციპლინური წესითაა დასჯილი. ის უწყებიდან დაითხოვეს, თუმცა ყოფილი პოლიციელის განმარტებით, მას ბრძანება მხოლოდ რამდენიმე დღის წინ გააცნეს, ამ ხნის განმავლობაში კი ის ჩვეულებრივ მუშაობდა. კობა მანველიძე მომხდარს მის მიერ გაკეთებულ განცხადებებს უკავშირებს. ყოფილი პოლიციელი განმარტავს, რომ პირად საუბრებში ხელმძღვანელობასთან არაერთხელ დაუფიქსირებია, რომ პოლიციელი არ შეიძლება იყოს დაშინებული და ამ საკითხზე პროტესტი არაერთხელ გამოუხატავს. კობა მანველიძე გენერალურ ინსპექციას და აჭარის პოლიციის სამმართველოს ხელმძღვანელობას სასამართლოში უჩივის.

„გავაკეთე სტატუსი ჩემს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე. ვადასტურებ, რომ არის ჩემს მიერ შედგენილი და არავის მიერ არ ვარ მართული. გამოვხატავდი აზრს, რომ პოლიციელი უნდა ყოფილიყო მიდრეკილი წარმატებისკენ და არ უნდა ყოფილიყო დაშინებული თუნდაც გენინსპექციის მიერ, ვინაიდან მქონდა თმენის ვალდებულება ამას ხმამაღლა ვერ ვამბობდი, მაგრამ ზოგადად პირად საუბრებში გამოვხატავდი ამ აზრს. საქართველოს ჯანსაღ მოსახლეობას არ სჭირდება დაშინებული პოლიცია გენერალური ინსპექციის მიერ,“-განაცხადა ბათუმის პოლიციის მეორე განყოფილების უფროსის ყოფილმა მოადგილემ კობა მანველიძემ.

პოპულარული სტატიები

არჩილ თალაკვაძე ახალქალაქში მოხმდარი სისხლიანი ინციდენტის გამოძიებას ითხოვს

მთავარი რედაქტორი

სააკაშილი ამსტერდამში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს

შს მინისტრმა, შესაძლოა, ახალი თანამდებობა შეითავსოს _ რას განიხილავენ მთავრობაში?

თაკო
გადასვლა....