გორში, შინდისის გმირთა მემორიალი დაარბიეს. როგორც შსს-შია აცხადებენ, რომ პირი, რომელმაც მემორიალი დაარბია, ცნობილია. უწყების თქმით, შემთხვევა გუშინ, 28 სექტემბერს მოხდა.

შსს-ს ცნობით, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 მემორიალზე აღდგენითი სამუშაოები დილიდან მიმდინარეობდა და მას პირვანდელი სახე აქვს.