NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » Blog » “იცოდეთ, ერთ მშვენიერ დღეს, უსამართლობის აქლემი აუცილებლად დაიჩოქებს თქვენს კართან”
საზოგადოება

“იცოდეთ, ერთ მშვენიერ დღეს, უსამართლობის აქლემი აუცილებლად დაიჩოქებს თქვენს კართან”

დაახლოებით ერთი თვის წინ სამხედრო მოსამსახურე ხვიჩა შარაძენიძე დააკავეს. ამ საქმესთან დაკავშრებით მისი და ნათია შარაშენიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

“დეტალები ჩემი ძმის შეთითხნილი საქმიდან: მთელი საქმე დგას ტყუილზე, გაყალბებაზე და იკვეთება ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა. ეხლა მოგიყვებით რა იკადრეს და მიხვდებით რა ძირმომპალი სისტემაა და სისტემა როგორ ებრძვის კაცს, რომელმაც თავისი შეგნებული ცხოვრება სამშობლოს დაცვას შეალია.
უკანონობა ნომერი 1
ჩემი ძმა (შეიარაღებული ძალების ლოჯისტიკის ოფიცერი) სახლიდან დილის 6 საათზე წაიყვანა უცნობმა სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა ადამიანებმა, ისე რომ ოჯახის წევრებს არ გვითხრეს ვინ იყვნენ და სად მიჰყავდათ, ვურეკავდით, მაგრამ ტელეფონი გათიშული ჰქონდა და ვერ დავუკავშირდით, ფაქტიურად კაცი სახლიდან გაიყვანეს და გააქრეს, თუმცაღა გამოკითხვის ოქმზე რომელიც საქმეში დევს მითითებულია დრო 11.30 საათი, ამის შემდეგ ოჯახის წევრები 7 საათის განმავლობაში ვეძებდით უგზო-უკვლოდ დაკარგულ ჩემს ძმას და მხოლოდ შვიდი საათის გასვლის შემდეგ მოვიდა სახლში პოლიცია და შეგვატყობინა, რომ დაკავებული ჰყავდათ და ჩხრეკას აპირებდნენ, ამ შვიდი საათის განმავლობაში ჩემს ძმას არ მიეცა საშუალება ჰყოლოდა ადვოკატი, დაეცვა თავი და ვეჭვობ, რომ ეს დასჭირდათ იმისთვის, რომ მასზე ზეწოლა განეხორციელებინათ, რომ მას ეღიარებინა ის დანაშაული რომელიც არ ჩაუდენია. წინააღმდეგ შემთხვევაში კაცი, რომელიც არ დამალულა, არ გააქრობდნენ და მისცემდნენ საშუალებას გამოკითხვისას ადვოკატი ჰყოლოდა.
უკანონობა 2
ჩემის ძმის დაკითხვის ოქმში მითითებულია გაყალბებული მონაცემი თითქოს ის უმუშევარია, ვფიქრობ ეს გაყალბებული მონაცემი შემთხვევით ჩაწერილი არაა და არც შეცდომითაა ჩაწერილი, ამის ჩაწერა იმისთვის დასჭირდათ, რომ საქმეში არ ჩართულიყო სამხედრო პოლიცია და საქმე დაცვის გარეშე იმდაგვარად შეეკერათ, როგორც შეკერეს.
უკანონობა 3
ჩემი ძმა როგორც მოგახსენეთ წინააღმდეგობის გარეშე გაიყვანეს სახლიდან უცნობმა ადამიანებმა, ლოგინიდან ადგა, ჩაიცვა პერანგი და წავიდა, პერანგი კი უკან დაგვიბრუნეს ისე, რომ პერანგს არც ერთი ღილი აღარ აქვს, როგორც ჩანს მოპარვიდან 7 საათის განმავლობაში მასზე ზეწოლას ანხორციელებდნენ.
უკანონობა 4
ქალი ამბობს, რომ ბარში იყო ( იცრუა, ბარში კი არა ღამის კლუბში იყო, კლუბი და ბარი სხვადასხვა რამეა, ისე როგორც კაფე და სახაჭაპურეა სხვადასხვა) და საქმეში არ დევს ექსპერტიზის დასკვნა, ხომ არ იყო კლუბიდან გამოსული ქალი ალკოჰოლური ან ნარტკოტიკული თრობის ქვეშ, რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია ის იყო მთვრალი და კლუბში მოუვიდა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება, სწორედ ამიტომ არ ჩაუტარდა კლუბიდან გამოსულ ადამიანს შემოწმება, იქ გამოჩდნებოდა, რომ მთვრალი იყო, მისი ჩვენება, ჩვენებად ვერ ჩაითვლებოდა და ვერ შეაგდებნენ ხვიჩას ციხეში.
ეს არის უკანონობით და ტყუილებით შეკერილი საქმე, ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში სადაც კაცს დღისით მზისით ქუჩიდან იპარავენ და უცხო ქვეყანაში პოულობენ შემდეგ, სადაც სამხედრო ოფიცერს სახლიდან იპარავენ და შეთითხნილი საქმით მტკიცებულებების გარეშე ორთვიან წინასწარ პატიმრობას უსჯიან. ქვეყანაში სამართალი მკვდარია. ისინი ვინც უსამართლობას “აპრავებთ” ხმას არ იღებთ და ჩუმად ზიხართ, ეს მე არ მეხებას პრინციპით, იცოდეთ უსამართლობის აქლემი ერთ მშვენიერ დღეს აუცილებლად დაიჩოქებს თქვენ კართან და ხმის ამომღები უბრალოდ აღარავინ იქნება.”- წერს ნათია შარაშენიძე.

პოპულარული სტატიები

სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომლითაც მან სახელმწიფო საიდუმლოება გასცა

თაკო

“კალაძის გადაწყვეტილებით თბილისის მერია დააფინანსებს ღვიძლის ტრანსპლანტაციას”

თაკო

“ბოდიში შენთან, თუ ეს მართლა შენი სიტყვებია, ღრმა და ფუნდამენტური შეცდომაა”

თაკო
გადასვლა....