NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » სინგაპურის მთავრობა მოსახლეობას 511 მილიონ დოლარს დაურიგებს
ეკონომიკა მსოფლიო ამბები

სინგაპურის მთავრობა მოსახლეობას 511 მილიონ დოლარს დაურიგებს

სინგაპურის ხელისუფლება მოსახლეობას ქვეყნის ეკონომიკაში წვლილის შეტანის გამო აჯილდოებს და 511 მილიონი დოლარის დარიგებას აპირებს.

ეს თანხა 2,8 მილიონი სრულწლოვანი მოქალაქისთვის არის გათვალისწინებული. ჯილდოს ოდენობა თითოეულზე 2017 წლის შემოსავალზე იქნება დამოკიდებული.

მოსახლეობა სამ ჯგუფად დაყვეს. პირველ ჯგუფში ისინი შედიან, ვისი შემოსავალიც გასულ წელს 28 ათას სინგაპურულ დოლარს არ აჭარბებდა ($20,4 ათასი). ისინი საჩუქრად 300 სინგაპურულ დოლარს ($219) მიიღებენ.

მეორე ჯგუფში შემავალთა შემოსავალი 100 ათას სინგაპურულ დოლარს ($73,1 ათასი) არ უნდა აჭარბებდეს. მათთვის 200 სინგაპურული დოლარია ($146,5) გათვალისწინებული. მესამე ჯგუფს, კი რომლის შემოსავალი 100 ათას სინგაპურულ დოლარს აჭარბებს 100 სინგაპურულ დოლარს ($73) მისცემენ.

წყარო: https://www.mof.gov.sg/Newsroom/press-releases/700-million-of-sg-bonus-for-2.8-million-singaporeans

პოპულარული სტატიები

ნურმაგომედოვი ფლოიდ მეივეზერს რინგზე იწვევს (ვიდეო)

მთავარი რედაქტორი

დონეცკში აფეთქების შედეგად დონეცკის თვითაღიარებული სახალხო რესპუბლიკის ლიდერი დაიღუპა

მთავარი რედაქტორი

ფეისბუქმა “სპუტნიკს” ყალბი ამბების გვერდი გაუუქმა

თაკო
გადასვლა....