NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » რომელი ტიპის სესხს რა ვადით აიღებენ მოქალაქეები პირველი ნოემბრიდან
ეკონომიკა

რომელი ტიპის სესხს რა ვადით აიღებენ მოქალაქეები პირველი ნოემბრიდან

2018 წლის პირველი ნოემბრიდან ამოქმედდება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება, რომელიც ქვეყანაში სესხების გამცემ ორგანიზაციებს დამატებით შეზღუდვებს დაუწესებს. ინფორმაციას „ბანკები და ფინანსები“ ავრცელებს.

დგინდება, რა ხანგრძლივობის შეიძლება იყოს ამა თუ იმ ტიპის სესხი. იპოთეკაზე მაქსიმუმ 15-წლიანი ლიმიტი დგინდება, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხი მაქსიმუმ 10-წლიანი შეიძლება იყოს, ავტოსესხი მაქსიმუმ 6-წლიანი, ხოლო სხვა ნებისმიერი ტიპის სესხის ხანგრძლივობა 4 წელს არ უნდა აჭარბებდეს.

ამასთან, გამკაცრდება ბანკების მიერ სესხის გადახდისუნარიანობის შეფასების ნორმები პრაქტიკულად ყველა ტიპის სესხების გაცემაზე.

გარდა ამისა, კერძო გამსესხებლებს, რომლებიც ეროვნულ ბანკში არ არიან სესხის გამცემ სუბიექტებად რეგისტრირებულები, ფიზიკურ პირებზე უზრუნველყოფილი სესხების გაცემა აეკრძალათ.

ეროვნული ბანკმა „სესხის გამცემი სუბიექტების საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის” პროექტი 22 სექტემბერს გამოაქვეყნა.

სესხის გამცემი სუბიექტების რეგულირების მიზანია ფინანსური სტაბილურობისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფა. მარეგულირებელმა აქტმა ხელი უნდა შეუწყოს მომხმარებლისათვის შეთავაზებული მომსახურების ხელმისაწვდომობასა და უსაფრთხოებას.

პოპულარული სტატიები

დარღვევები, რომლებიც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ პურის საცხობებში გამოავლინა

თაკო

საქართველოსა და ჰონ კონგს შორის თავისუფალი ვაჭრობა დაიწყება

დავით საგანელიძის ხელფასი 28 000 ლარიდან 20 500 ლარამდე შემცირდა

თაკო
გადასვლა....