NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » “სამომავლოდ ყველას ვურჩევ, ბოლო დღემდე ნუ მოიცდიან და კანონით დადგენილ ვადებში მიმართონ იუსტიციის სახლებს”
საზოგადოება

“სამომავლოდ ყველას ვურჩევ, ბოლო დღემდე ნუ მოიცდიან და კანონით დადგენილ ვადებში მიმართონ იუსტიციის სახლებს”

“იუსტიციის სახლები დღეს არ დაიკეტება მანამ, სანამ ყველა მოქალაქე არ მიიღებს იმ სერვისს, რომლისთვისაც არის მოსული, ამიტომ ვნებათაღელვის საფუძველი არ არსებობს”– ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

ამასთან, თეა წულუკიანმა მოქალაქეებს მოუწოდა, სამომავლოდ, ბოლო დღემდე ნუ დაიცდიან და კანონით დადგენილ ვადებში მიაკითხონ იუსტიციის სახლებს.

„კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი იყო, რომ 1-ელ ოქტომბერს უნდა აეღოთ ტაქსის ლიცენზია, რომელიც სხვათაშორის პირველი ოქტომბრის შემდეგაც შეუძლიათ აიღონ – ეს იმ მოქალაქეების საყურადღებოდ, ვინც ჩქარობს და დღეს ცდილობს დღის ბოლომდე მიიღოს ეს სერვისი.

დღევანდელი დღე განსაკუთრებულად გადატვირთული იყო, რადგან მოქალაქეებს სურთ, კანონით დადგენილი ვადის ბოლო დღეს მიიღონ მომსახურება. რატომღაც მოქალაქეების დიდმა მასამ მოიცადა ბოლო დღემდე, მანამდეც შეეძლოთ მშვიდ გარემოში მიეღოთ ეს სერვისი.

ჩვენ დღეს 16:00 საათამდე, 6 600 მოქალაქეს მოვემსახურეთ, მაშინ როდესაც ჩვეულებრივ დღეს 8500 ადამიანს ვემსახურებით. რიგში დგას კიდევ ბევრი, რადგან ეჩქარებათ, 1-ელ ოქტომბრამდე მიიღონ სერვისი. მსურს, ყველას ვუთხრა, რომ იუსტიციის სახლები დღეს არ დაიკეტება მანამ, სანამ ყველა მოქალაქე არ მიიღებს იმ სერვისს, რომლისთვისაც არის მოსული, ამიტომ ვნებათაღელვის საფუძველი არ არსებობს. უბრალოდ, სამომავლოდ ყველას ვურჩევ, რომ ბოლო დღემდე ნუ მოიცდიან, როდესაც კანონი გვიდგენს ვადას, იმ ვადის განმავლობაში მივიდეთ იუსტიციის სახლებში“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

იუსტიციის სახლში დილიდან მომხმარებელთა ნაკადი არ წყდება. უწყების ცნობით, ორი კონკრეტული სერვისის გამო, რომელთა გაცემის ვადა პირველ ოქტომბრამდე იწურება, იუსტიციის სახლს დღეს რეკორდული რაოდენობის მომხმარებელმა მიმართა. აღნიშნული სერვისები კი გახლავთ ტაქსით მომსახურების ლიცენზია და მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების განმახორციელებელ პირთა საქმიანობის რეგისტრაცია.

პოპულარული სტატიები

ბაკურიანში აზერბაიჯანელი გოგო გარდაიცვალა

მთავარი რედაქტორი

“სახელმწიფოს, განათლების სისტემისა და საზოგადოების წვლილი ქურდული მენტალიტეტისა და არასრულწლოვანთა კრიმინალის ზრდაში”

მთავარი რედაქტორი

ნატო-ს გენერალური მდივანი გარდაცვლილ ირაკლი კვარაცხელიაზე პირველ კომენტარს აკეთებს

თაკო
გადასვლა....