NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » მწერალი თამაზ ჭილაძე გარდაიცვალა
საზოგადოება სიახლეები

მწერალი თამაზ ჭილაძე გარდაიცვალა

ქართვველი მწერალი, პოეტი და დრამატურგი თამაზ ჭილაძე, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.

თამაზ ჭილაძე მუშაობდა ჟურნალ “ცისკარში” (1958–64), იყო ჟურნალ “საბჭოთა ხელოვნების” მთავარი რედაქტორი (1973–81), 1991–იდან პროფესორია და დრამატურგიის კურსი მიჰყავს საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტში, 1997–იდან ჟურნალ “მნათობის” მთავარი რედაქტორია.

პირველი ლექსები გამოაქვეყნა ალმანახში “პირველი სხივი” (1951), ლექსების პირველი წიგნი – 1956. მას შემდეგ მისი მრავალი წიგნი გამოქვეყნდა: კრებულები – “ღია სარკმელი” (1958), “მზის საათი” (1962), “ივლისი” (1966), “მახსოვრობა”(1978), “ლექსები” (1987), “მზე დეკემბერში” (1999); პროზაული კრებულები – “გასეირნება პონის ეტლით”, “შუადღე”(1963), “ვინ ცხოვრობს ვარსკვლავებზე” (რომანი, 1965), “თეთრი კვამლი” (1967), “აჰა, მიიწურა ზამთარი” (რომანი, 1967), “მდგმურები”(1971), “აუზი”(1972) და სხვ. მწერლის ნაწერები თარგმნილია მსოფლიოს მრავალ ენაზე. პიესები იდგმება თეატრებში, როგორც საქართველოში, აგრეთვე საზღვარგარეთ (ტელესპექტაკლების სახით).

“ნიუსმედია” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, უდიდესი ქართველი საზოგადო მოღვაწის გარდაცვალების გამო.

პოპულარული სტატიები

“რთულია თინეიჯერი შვილის ყოლა” – სააკაშვილის უმცროსმა ვაჟმა თმა მწვანედ შეიღება (ვიდეო)

თაკო

აბაშაში თვეზე მეტია მამაკაცს ეძებენ

თაკო

“სააკაშვილი ჩემთვის ასოცირდება შურისძიებასთან, არეულობასთან და ყველაფერ ცუდთან”

თაკო
გადასვლა....