NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » GEM fest 2019-ის ჩატარების თარიღი და ადგილი ცნობილია
საზოგადოება

GEM fest 2019-ის ჩატარების თარიღი და ადგილი ცნობილია

ელექტრონული მუსიკის ფესტივალი GEM fest-ი 2019 წელს ლატვიაში, კერძოდ კი ზღვისპირა ქალაქ იურმალაში გაიმართება. ამის შესახებ ფესტივალის ორგანიზატორებმა ვიდეოლაივში თქვეს, რომელიც ფეისბუქზეზე გამოქვეყნდა.

ფესტივალი იურმალაში 12,13 და 14 ივლისს ჩატარდება. ორგანიზატორების ცნობით, ლატვიურ მხარესთან მიწის შესახებ ხელშეკრულება 10 წლის ვადით გაფორმდა.

ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ფესტივალის ლაინაპისა და ფასების შესახებ ინფორმაცია უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

2018 წლის აგვისტოში GEM fest-ი ანაკლიაში არ გამართულა. ამის მიზეზად კი ორგანიზატორებმა მიწის იჯარით გადაცემის საკითხზე ეკონომიკის სამინისტროსგან ოფიციალური პასუხის მიუღებლობა დაასახელეს.

პოპულარული სტატიები

“იმედია, ღირსეული მომავალი თაობა საფლავებზე ღირსეულად დაგვაფურთხებს”

თაკო

“ღმერთმა ინებოს, რომ ყოველი ცუდი წავიდეს ამ ძველ წელთან ერთად”

თაკო

“ენუქიძისთვის არავის გაუბედავს იმდენი, რამდენსაც ზაზა სარალიძეს უბედავენ”

თაკო
გადასვლა....