NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » ავტოავარიას მცირეწლოვანი ემსხვერპლა – სამედიცინო ცენტრის საგანგებო განცხადება
საზოგადოება სიახლეები

ავტოავარიას მცირეწლოვანი ემსხვერპლა – სამედიცინო ცენტრის საგანგებო განცხადება

თბი­ლის­ში, 26 სექ­ტემ­ბერს მომ­ხდარ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას მცი­რე­წლო­ვა­ნი ემსხვერ­პლა. თვითმხილ­ვე­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, შემ­თხვე­ვის დროს 2 მან­ქა­ნა შე­ე­ჯა­ხა ერ­თმა­ნეთს. საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა 276-ე მუხ­ლის მე­ხუ­თე ნა­წი­ლით არის და­წყე­ბუ­ლი.

აღ­ნიშ­ნულ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თბი­ლი­სის სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ცენ­ტრი სა­გან­გე­ბო გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს, რო­მელ­საც უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

“სოციალური ქსელის ერთ-ერთმა მომხმარებელმა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია თბილისში, ივერთუბანში მომხდარი ტრაგიკული ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ, რომელსაც 3 წლის ბავშვის გარდაცვალება მოჰყვა.
თვითმხილველის მონაყოლზე დაყრდნობით, აღნიშნული პიროვნება აცხადებს, რომ შემთხვევის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა 40 წუთის დაგვიანებით მივიდა და მას არ ჰქონდა ჟანგბადის ბალონი.

სრული პასუხისმგებლობთ ვაცხადებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს და არის სრული ტყუილი.

ავტოავარიის შესახებ შეტყობინება 112-ში 17 საათსა და 03 წუთზე შევიდა. მისამართის მიღებიდან ზუსტად სამ წუთში ექიმები ადგილზე იყვნენ და პაციენტებისთვის პირველადი დახმარების აღმოჩენა დაიწყეს. სამწუხაროდ, ერთ-ერთი მცირეწლოვანი ექიმებს გარდაცვლილი დახვდათ. ავტოავარიის შედეგად, კიდევ ხუთი ადამიანი დაშავდა, აქედან სამი მცირეწლოვანი და ორი ქალბატონი. ცხადი გახდა, რომ საჭირო იყო დამატებით ბრიგადების მობილიზება, რაც პროტოკოლის სრული დაცვით განხორციელდა.

15 წუთის განმავლობაში, შემთხვევის ადგილზე კიდევ ოთხი ბრიგადა მივიდა. დაშავებულები საავადმყოფოებში ოპერატიულად გადაანაწილეს და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო შემთხვევის ადგილზე პირველად მისულმა ბრიგადამ საჭირო დოკუმენტაციის შევსება, რაც, ასევე, პროტოკოლით არის გათვალისწინებული. რაც შეეხება ჟანგბადის ბალონებს, თითოეულ მანქანაში განთავსებულია ჟანგბადის ხუთი ბალონი – სამი პორტატული და ორი – სტაციონარული.

თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი უსამძიმრებს გარდაცლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

ცენტრი აცხადებს, რომ თითოეული ბრიგადის ქმედება იყო სწორი – ექიმები მუშაობდნენ ოპერატიულად და პროფესიულად. ამის მიუხედავად, ერთი ადამიანის გადაუმოწმებელ, ცრუ ინფორმაციას მოჰყვა სასწრაფოს ექიმების მიმართ გამოთქმული შეურაცხმყოფელი განცხადებები.

გვინდა შევახსენოთ ჩვენს მოქალაქეებს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ექიმები ყოველდღიურად დგანან ადამიანის სიცოცხლის სადარაჯოზე და ხშირად, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, სიცოცხლის გადარჩენისთვის იბრძვიან, ხოლო ასეთი სახის დეზინფორმაცია ღირსებას ულახავს მათ”

 

 

წყარო:  თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი

 

 

 

პოპულარული სტატიები

ხუხაშვილის თქმით, მურუსიძის ბაცილა “ღორის გრიპზე” უფრო სახიფათო ვირუსია

თაკო

მარტოხელა მშობლები შვილების ბაგა-ბაღებში დარეგისტრირებას გამარტივებული წესით შეძლებენ

თაკო

“მე არ ვიცი მსოფლიო ისტორიაში ტრანსგენდერი ბანერი თუ არსებობდა”

თაკო
გადასვლა....