NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » საბანკო სექტორში 21,5 მილიარდი ლარის დეპოზიტებია განთავსებული
ეკონომიკა სიახლეები

საბანკო სექტორში 21,5 მილიარდი ლარის დეპოზიტებია განთავსებული

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2018 წლის პირველი სექტემბრისათვის 21.5 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 1.0 მლრდ ლარით, ანუ 5.1 პროცენტით მეტია პირველი აგვისტოსათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.8 პროცენტით მეტი). აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 454.5.3 მლნ ლარით, ანუ 3.7 პროცენტით (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე გაიზარდა 0.2 პროცენტით), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები შემცირდა 589.8 მლნ ლარით, ანუ 7.3 პროცენტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე – 4.2 პროცენტით).
დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი სექტემბრისათვის 37.27 პროცენტი შეადგინა. პირველი აგვისტოს მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია შემცირდა 1.9 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 0.68 პროცენტული პუნქტით).

ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 5.6 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 7.5 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 3.0 პროცენტი.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 83.5 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 14.6 პროცენტი შეადგინა.
წყარო:”საქართველოს ეროვნული ბანკი”

პოპულარული სტატიები

ჯარისკაცი ამბობს, რომ მეთაურმა სასტიკად სცემა

მთავარი რედაქტორი

„ჩემი შვილი ძლიერი, ამაყი და ღირსეული იყო და ღირსეულად მოკვდა“ – არჩილ ტატუნაშვილის დედა

მთავარი რედაქტორი

რუსთავში მოზარდი კორპუსის სახურავიდან გადავარდა და გარდაიცვალა

გადასვლა....