NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » სესხის დაფარვის ახალი წესი – დებულება, რომელიც ნოემბრიდან ამოქმედდება
ეკონომიკა

სესხის დაფარვის ახალი წესი – დებულება, რომელიც ნოემბრიდან ამოქმედდება

ეროვნული ბანკის მიერ მომზადებულ დებულებაში, “ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის შესახებ”, აღნიშნულია, რომ სესხის მომსახურების კოეფიციენტი მსესხებლის შემოსავალზე იქნება დამოკიდებული.

აღნიშნული დებულების სამუშაო ვერსია სებ-მა რამდენიმე თვის წინ გამოაქვეყნა და მისი ამოქმედება სესხის გამცემი ყველა სუბიექტისთვის 2019 წლის 1-ლი იანვრიდან იგეგმებოდა. დღეს კი, როგორ სებ-ის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე აცხადებს, რეკომენდაციების მიღების შემდეგ ამ დებულების საბოლოო ვერსია ჩამოყალიბდა, ხოლო მასში გაწერილი რეგულაციების ამოქმედების თარიღმა კომერციული ბანკებისთვის გადმოიწია და მისი თქმით, ახალი მოთხოვნების დაკმაყოფილება კომერციულ ბანკებს 1-ლი ნოემბრიდან მოუწევთ.

ამასთან, როგორც გვენეტაძემ აღნიშნა, დებულებით გაწერილი რეგულაციები ბანკების გარდა სხვა ყველა სესხის გამცემი სუბიექტისთვის 2019 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება.

კერძოდ, აღნიშნული დებულების თანახმად, 1 000 ან უფრო ნაკლები ყოველთვიური შემოსავლის შემთხვევაში, ჰეჯირებული მსესხებლებისთვის სესხის მომსახურების მაქსიმალური კოეფიციენტი 20% უნდა იყოს, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ თუ თქვენ ყოველთვიური შემოსავალი გაქვთ 800 ლარი, ყოველთვიური დასაფარი თანხა 160 ლარს არ უნდა აღემატებოდეს.

ამასთან, სესხის მომსახურების მაქსიმალური კოეფიციენტი 1 000-დან 3 000 შემოსავალზე – 25% უნდა იყოს; 3 000-5 000 ლარის შემოსავლის შემთხვევაში – 30%; 5 000-7 000 ლარის

ფარგლებში – 40%; 7 000-დან 10 ათას ლარამდე ყოველთვიური შემოსავლის შემთხვევაში კი – 50% უნდა იყოს.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, თუ მსესხებლის/თანამსესხებლის ყოველთვიური წმინდა შემოსავლები აღემატება 10 ათას ლარს, სესხის მომსახურების კოეფიციენტი შესაძლებელია განისაზღვროს სესხის გამცემი ორგანიზაციის შიდა პოლიტიკა – პროცედურების შესაბამისად, თუმცა ამან არ უნდა გამოიწვიოს მსესხებლის/თანამსესხებლის ჭარბვალიანობა.

პოპულარული სტატიები

პენსია გაიზარდა

თაკო

გიორგი კვირიკაშვილი: მიმდინარე პერიოდში მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა ფიქსირდება

რა ქონებით ტოვებს გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტის პოსტს?

თაკო
გადასვლა....