NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » ზურაბიშვილთან შეხვედრაზე მედიის ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს არ უშვებდნენ
მთავარი გვერდი პოლიტიკა სიახლეები

ზურაბიშვილთან შეხვედრაზე მედიის ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს არ უშვებდნენ

ზუგდიდში პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის დაწებამდე ინციდენტი მოხდა. პოლიციამ მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში ენმ-ის წარმომადგელებს, მედიასა და “სამართლიანი არჩევნების” კოორდინატორს დათა აქუბარდიას შესვლის უფლება არ მისცა. მათ დარბაზში შესვლა მხოლოდ მერაბ ქვარაიას განცხადების შემდეგ შეძლეს.ინციდენტისას მცირედ დაშავდა “სამართლიანი არჩევნების” კოორდინატორი. ზურაბიშვილის ჩამოსვლა ზუგდიდში ენმ-სთან ერთად გააპროტესტა სამოქალაქო აქტივისტმა როსტომ ზარანდიამ, ის დარბაზში იმყოფება ბანერით „არ შეეგუო ოკუპაციას“.

ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის განცხადებით, ოპოზიციამ სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შეხვედრის ჩაშლა სცადა. მერაბ ქვარაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატის შეხვედრაზე დასწრების უფლება აქვს ყველას და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დღეს მიზანმიმართული აქცია მოაწყო. მაჟორიტარმა ენმ-ის წევრებს კანონის დაცვისკენ მოუწოდა.

„იმართება პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა მოსახლეობასთან. მოსულია მასთან შესახვედრად საზოგადოება, თუმცა ვხედავთ, რომ აქ გამოცხადდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები, წევრი, მხარდამჭერი, რომლებიც ცდილობენ ხელი შეუშალონ ქალბატონი სალომეს წინასაარჩევნო კამპანიას. როგორც ჩანს, ეს არის ორგანიზებული. ჩვენ სახეზე გვაქვს საარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლა. კიდევ ერთხელ უნდა მოვუწოდოთ ამ ადამიანებს, დაიცვან კანონი, კანონის ვალდებულებები. მისცენ საზოგადოებას შესაძლებლობა, რომ შეხვდეს პრეზიდენტობის კანდიდატს“- აღნიშნა მან.

ვიდეო: https://www.youtube.com/watch?v=o7AW3AOvl1Q&feature=youtu.be

პოპულარული სტატიები

“საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებისას გატაცებული პირები გამოძიების ფარგლებში დაიკითხნენ

საგამოცდო ცენტრებისთვის მობილურ ან გადასატან კონდიციონერებს შეიძენენ

ხანძარი პრობაციის ეროვნული სააგენტოში

გადასვლა....