NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » FEMEN-ის თანადამაარსებელმა თავი მოიკლა
მთავარი გვერდი მსოფლიო ამბები სიახლეები

FEMEN-ის თანადამაარსებელმა თავი მოიკლა

მოძრაობა FEMEN-ის ერთ-ერთმა დამაარსებელმა 31 წლის ოქსანა შაჩკომ, პარიზში, წინასწარი გამოძიების ცნობით, თავი მოიკლა.

მოძრაობის წევრის ალექსანდრა შევჩენკოს თქმით, შაკოს ცხედარი პარიზის ბინაში 23 ივლისს იპოვეს. FEMEN-ის წევრის თქმით, შაჩკომ სიკვდილის წინ წერილი დატოვა, რომელზეც ინგლისურ ენაზე ეწერა: “თქვენ ყველანი ყალბები ხართ”.

ოქსანა შაჩკომ, ალექსანდრა შევჩენკომ და ანა გუცოლმა მოძრაობა FEMEN 2008 წელს დააფუძნეს. თავდაპირველად ისინი აქციებს მართავდნენ უკრაინაში და ქალის სექსუალური ექსპლუატაციის წინააღმდეგ გამოდიოდნენ. შემდგომ მათი მასშტაბი გაიზარდა და მოძრაობა საერთაშორისო გახდა. როგორც წესი, FEMEN-ის აქტივისტები პროტესტს ნახევრად შიშვლები გამოხატავენ.

 

 

პოპულარული სტატიები

ეკა ბესელია იურიდიულ საკითხთა კომიტეტში ბრუნდება

კახა კალაძე: თოვლის ბაბუას „სკაიპით“ ვესაუბრე

შაკო ოდიშვილი

რუსი სამხედროების მიერ დაკავებულ 2 ქართველ მესაზღვრეს 29 ივნისს გაათავისუფლებენ

გადასვლა....