NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » ტყიბულელი მეშახტეები დღეს მორიგ აქციას გამართავენ
მთავარი გვერდი სიახლეები

ტყიბულელი მეშახტეები დღეს მორიგ აქციას გამართავენ

ტყიბულში მეშახტეების აქცია 12 საათზე განახლდება. მათი ინფორმაციით, საპროტესტო აქციას დღეს სხვადასხვა რეგიონის საწარმოებში დასაქმებული  თანამშრომლებიც შეუერთდებიან.

მეშახტეთა მოთხოვნებია: ადმინისტრაციაში დაინიშნონ მათ მიერ შერჩეული კადრები, აღდგეს შახტის მუშაობა და მოლაპარაკებების პროცესში პრემიერმინისტრი ჩაერთოს.

ისინი მამუკა ბახტაძისგან ითხოვენ, ოფიციალური დოკუმენტით დადასტურდეს, რომ ვიდრე შახტში მუშაობა დაიწყება, სახელფასო ანაზღაურებას მიიღებენ.

გუშინ კომპანიის დირექტორმა მეშახტეთა მოთხოვნა დააკმაყოფილა და კომპანიის სამი ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

თავად გენერალური დირექტორი ჯამბულ ჯაყელი კი თანამდებობას მას შემდეგ დატოვებს, რაც კომპანიაში ტექნიკური სამუშაო და კვლევა დასრულდება.

22 ივლისს მინდელის შახტში დაღუპული მეოთხე მეშახტე დაკრძალეს. მანამდე, 21 ივლისს ტყიბულში დაღუპული 3 მეშახტე დაკრძალეს.

ტყიბულის შახტში ტრაგედია 16 ივლისს, დილით მოხდა. დაიღუპა 4 მუშა, 6 კი დაშავდა.

სახელმწიფომ შახტის დახურვის გადაწყვეტილება ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ მიიღო. გამოძიების დასრულებამდე ტყიბულში არსებული ყველა შახტი დაილუქება.

გამოძიების პირველადი ინფორმაციით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ, მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. მომხდარის მიზეზების კვლევაში უცხოელი ექსპერტებიც ჩაერთვებიან.

ამავე შახტში 5 აპრილს 6 მუშა დაიღუპა.

პოპულარული სტატიები

ლევან მურუსიძე უვადო მოსამართლედ დანიშნეს

მთავარი რედაქტორი

რუსეთი მამუკა ბახტაძის მიმართვას პასუხობს

მთავარი რედაქტორი

ფოთის მერის მოადგილეებმა მათზე გაცემული დანამატები უნდა დააბრუნონ – აუდიტის სამსახური

მთავარი რედაქტორი
გადასვლა....