NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » მეტრო “სადგურის მოედნის” მიმდებარე ტერიტორია დღეს
სიახლეები

მეტრო “სადგურის მოედნის” მიმდებარე ტერიტორია დღეს

რამდენიმე დღის წინ სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიის მაცხოვრებლები, კერძოდ კი თევდორე მღვდლის ქუჩის მკვიდრნი გამოთქვამდნენ პროტესტს, სადაც ისინი ქალაქ თბილისის მერიასა და სხვა სახელმწიფო დაწესებულებებს უმოქმედებაში ადანაშაულებდნენ.

მოქალაქეები ფიქრობენ, რომ თბილისის სხვა უბნებს ბევრად მეტი ყურადღება ექცევა, ვიდრე სადგურის უბანს. ისინი ითხოვენ, რომ მოწესრიგდეს მათ გარშემო არსებული გარემო.

ჩვენი ჯგუფი იმყოფებოდა ადგილზე, სადაც რეალურად შევაფასეთ ის მდგომარეობა, რაც სადგურის მოედანზეა. სავაჭრო ცენტ “პასაჟის” გვერდით არის რამდენიმე ჯიხური, სადაც იყიდება კუსტარულად დამზადებული ალკოჰოლური სასმელები, აქედან გამომდინარე ამ ტერიტორიაზე თავს იყრიან ალკოჰოლზე დამოკიდებული ადამიანები და მართლაც ის სურათი, რაც ჩვენ დაგვხვდა ადგილზე მისვლისას არის სავალალო.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ამ ადამიანებს ზამთარ-ზაფხულ სძინავთ გზაზე, კიბეებზე ხშირად ჩხუბობენ ერთმანეთში და იყო შემთხვევები, როდესაც ზამთარში სიცივისგან დაღუპულან ადამიანები და შემდეგ “მორგის მანქანებით” გადაუყვანიათ.

ასევე ძალიან დიდი პრობლემაა რამდენიმე მეტრის მოშორებით, სადაც ვხვდებით სექსმუშაკებს. არსებობს პატარა ბარები, მაღაზიები, რაც სინამდვილეში ბორდელების ფუნქციას ასრულებს.

მოქალაქეები ამბობენ, რომ აქ იზრდებიან ბავშვები და ყოველდღიურად ხედავენ “ლოთებს” და “სექსმუშაკებს” და მათ არ სურთ მსგავს პირობებში ცხოვრება და კიდევ ერთხელ მიმართავენ შესაბამის სამსახურებს, რომ ეს პრობლემა უმოკლეს ვადაში გადაჭრან, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი აქციებს აანონსებენ.

 

 

პოპულარული სტატიები

„თუ ის ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, გული ძალიან დამწყდება“

“მინისტრი პირადად მფარველობს ამ სქემას და სავარაუდოდ, გარკვეულ სარგებელსაც იღებს“-ბაჩანა შენგელაიამ პროკურატურას სარჩელით მიმართა

მთავარი რედაქტორი

სოფელ კოდაში ოკუპანტები მავთულხლართებს ავლებენ

გადასვლა....