NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » Blog » ორი ადამიანი გიურზამ დაკბინა
სიახლეები

ორი ადამიანი გიურზამ დაკბინა

გარდაბანსა და მარნეულში ორი ადამიანი გიურზამ დაკბინა. პაციენტებს ანტიგიურზინის ვაქცინით აცრა რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ანტირაბიულ კაბინეტში ჩაუტარდათ და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

“ორივე მამაკაცს ნაკბენი კიდურებზე აღენიშნებდა”- განმარტავენ მედიკოსები. ქვეწარმავლების გავრცელება ტემპერატურის მატებასთან ერთად დაიწყო.

 გიურზას შედარებით მკვრივი სხეული აქვს, რომელიც თავისგან გამოყოფილია. მისი თავი სამკუთხა ფორმისაა, ამ სახეობის ქვეწარმავალი ძირითადად ნაცრისფერია. გიურზა ძირითადად, აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთშია გავრცელებული, თუმცა წელს დედაქალაქშიც მრავლად შეინიშნება მათი კვალი.

პოპულარული სტატიები

კიმ ჩენ ინმა კორეელ ქალებს სოციალისტური ჩაცმის სტილი განუსაზღვრა

ქართული მარში იმუქრება, რომ თბილისში LGBTQI პრაიდს არ დაუშვებს

მთავარი რედაქტორი

სირიაში თავშესაფარში დამალული 17 ადამიანი საჰაერო თავდასხმას ემსხვერპლა

გადასვლა....