NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » Blog » 2018 წელს ტყიბულის შახტში 12 ადამიანი დაიღუპა
პოლიტიკა საზოგადოება სიახლეები

2018 წელს ტყიბულის შახტში 12 ადამიანი დაიღუპა

ტყიბულში, მინდელის სახელობის ერთ ერთ მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული მაღაროელებიდან ორის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. ისინი თბილისის დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებიან. ამავე კლინიკაში რჩება კიდევ 2 დაშავებული.
16 ივლისის ტრაგედიის შედეგად ტყიბულიდან თბილისში 5 მეშახტე გადმოიყვანეს. ყველა მათგანს სხვადასხვა ხარისხის დამწვრობები აღენიშნება.

ტყიბულის მინდელის შახტში დაშავებული ექვსი მუშიდან ორის მდგომარეობა მძიმეა. ექიმის თქმით, დაშავებულ მუშებს დამწვრობა და დაჟეჟილობა აღენიშნებათ. ორი მუშა კატასტროფის ბრიგადამ თბილისში გადაიყვანა. მინდელის შახტში აფეთქების შედეგად 16 ივლისს 4 მუშა დაიღუპა, ექვსი კი მძიმედ დაშავდა. პროფკავშირების ინფორმაციით, 2018 წელს ტყიბულის შახტში სულ 12 ადამიანი გარდაიცვალა.

ერთ-ერთი მუშა ამბობს: “600 მეტრზე ვიყავი მე, უცებ გამოვიხედე და გასასვლელი აღარ არის. დაბნელებული ყველაფერი, ხელის ფათურით, ბოდიალით, ნელ-ნელა… იმ ჰორიზონტზე ბევრი ხალხი იყო, მაგრამ არსაიდან სინათლე აღარ ჩანდა”.

შსს-ს გამოძიების პირველადი ინფორმაციით, 16 ივლისს ტყიბულის მინდელის სახელობის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ, მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღეს შახტის მიწისქვეშა სამთო ოთხმა ოსტატებმა, რომლებიც მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალნენ. სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებებით კი საავადმყოფოში გადაიყვანეს ოთხი მუშა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

პრემიერ-მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ შახტები გარკვეული პერიოდით უნდა დაიხუროს.  მამუკა ბახტაძის თქმით, მინდელის შახტის დახურვის განმავლობაში დასაქმებულებს აუნაზღაურდებათ ხელფასი.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიების დასრულებამდე ტყიბულში არსებული 25-ვე შახტი დღეს დაილუქება. შახტების დახურვაზე გადაწყვეტილება მას მერე მიიღეს, რაც დღეს, 16 ივლისს 4 მეშახტე დაიღუპა, 6 კი – დაშავდა. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა: “სახელმწიფო ვერ დაუშვებს საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაუცველობას. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება შახტის დახურვის შესახებ”. აგრეთვე დასძინა, რომ შახტი არ განაახლებს მუშაობას, ვიდრე არ დასრულდება როგორც სისხლის სამართლებრივი გამოძიება, ისე მაღალკვალიფიციური საერთაშორისო საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა.

პრეზიდენტი  გიორგი მარგველაშვილი გამოეხმაურა აღნიშნულ ფაქტს:  “უკვე რამდენიმე წელია აღვნიშნავთ, რომ შრომის უსაფრთხოების მიმართულებით არსებული მდგომარეობა მიუღებელია. აუცილებელია, კანონმდებლობის გამკაცრება და შრომითი უსაფრთხოების მაღალი სტანდარტის დანერგვა, ყველამ უნდა აიღოს თავისი წილი პასუხისმგებლობა და გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები, იმისთვის, რომ სამუშაო ადგილებზე სიცოცხლის უფლება იყოს დაცული”.  ტყიბულში მეშახტეების დაღუპვის გამო, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იტალიის პრეზიდენტის ვიზიტთან დაკავშირებული ყველა საზეიმო ღონისძიება, მათ შორის სასახლეში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაუქმდა. პრემიერ-მინისტრმა 16 ივლისი გლოვის დღედ გამოაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ ბარკალაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა: “მაღალი რისკია და დახურვის საკითხი ყოველთვის იყო განხილვის საგანი, თუმცა რთულია ასეთი გადაწყვეტილების მიღება, როცა 1 500 ადამიანია დასაქმებული. ჩვენ საფუძლიანად შევისწავლით შრომის უსაფრთხოებისა და ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ საკითხებს. ვინაიდან მაღალი რისკია, მოპოვებითი სამუშაოები შეწყვეტილი იქნება და მუშებს ხელფასები აუნაზღაურდებათ”.

2010 წლიდან შახტში 27 ადამიანია დაღუპული.

 

 

პოპულარული სტატიები

ირანში, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძრისას 6 ადამიანი დაშავდა

გლდანში „ბეკოს“ მაღაზია გაძარცვეს

“დედაა, როგორ მოვნატრებივარ მიშას…”

თაკო
გადასვლა....