NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » ქართველები ბრაზილიაში Neymar JR’s-ის ფინალში ითამაშებენ
მთავარი გვერდი სიახლეები სპორტი

ქართველები ბრაზილიაში Neymar JR’s-ის ფინალში ითამაშებენ

საქართველოში Neymar Jr’s Five 2018-ის შესარჩევი ეტაპის მატჩები 6 ქალაქში გაიმართა. თელავში, გორში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში და თბილისში და 200 გუნდი მონაწილეობდა. ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

გამარჯვებული გუნდი 21 ივლისს ბრაზილიაში, საქართველოს სახელით, ჩემპიონატის ფინალში ითამაშებს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, Neymar Jr’s Five გლობალური ჩემპიონატია პროფესიონალი და მოყვარული ფეხბურთელებისთვის, რომელიც 60 ქვეყანაში ტარდება.

შეხვედრები 5X5-ზე მიმდინარეობს, სადაც მონაწილეობის მიღება 16-დან 25 წლის ჩათვლით გოგოებსა და ბიჭებს შეუძლიათ. ასევე შესაძლებელია 25 წლის ზემოთ ორი მოთამაშის დამატება.

პოპულარული სტატიები

ლაშა გოგიას და გია გულორდავას წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ

მთავარი რედაქტორი

2 ივლისს ქართველები, ბარსელონაში “მოკრივეთა კლუბს” გახსნიან

მთავარი რედაქტორი

ბორჯღალოსნები ზაფხულისთვის ემზადებიან

მთავარი რედაქტორი
გადასვლა....