NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » გაუსაძლისი მდგომარეობა სადგურის მოედანზე
სიახლეები

გაუსაძლისი მდგომარეობა სადგურის მოედანზე

სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე იყიდება კუსტარულად დამზადებული ალკოჰოლური სასმელები, რის გამოც ხდება ადამიანების ალკოჰოლით ინტოქსიკაცია, მსგავსი ფაქტები ყოველდღიურ მოვლენად იქცა, რაც ადგილობრივებში პროტესტს იწვევს.

“სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიქმნა გაუსაძლისი მდგომარეობა, ადგილზე მცხოვრებ მოსახლეობას საშუალება არ აქვს თავისუფლად გადაადგილდეს ქუჩაში, განსაკუთრებით ღამის საათებში.
სიბინძურე, ალკოჰოლის სუნი და უსახლკარო, ალკოჰოლზე დამოკიდებული ადამიანები აქ ჩვეულებრივ ამბად იქცა. არაერთი პეტიცია დაიწერა, გამგეობის, მერიის, და სხვა ინსტანციების მიმართულებით, მაგრამ უშედეგოდ.”- “მესამე ოპოზიცია”

“ყოველდღე, სულ უფრო და უფრო უარესდება სიტუაცია სადგურის მოედნის მიმდებარედ! შეიქმნა სავალალო მდგომარეობა! მოსახლეობა ითხოვს ცვლილებებს, ცოტაც და საპნის ბუშტივით გასკდება ეს დაგროვილი აგრესია რომელიც აქ მცხოვრებ ხალხს გაგვაჩნია! მოგვხედეთ ვინმემ, ჩვენც ადამიანები ვართ და ისინიც ვინც აქ ყოველდღიურად კვდებიან და ალკოჰოლს ეწირებიან.”-აცხადებს ადგიოლობრივი მოქალაქე.

პოპულარული სტატიები

” ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია პირადად დავინახო ის პროცესი, რამაც გამოიწვია ასეთი შიდა უკმაყოფილება”

“ჯგალის #1 საჯარო სკოლაში ინფრასტრუქტურული სამუშაოები ტარდება

მთავარი რედაქტორი

ტოჩინოშინმა მეცხრე გამარჯვება მოიპოვა

მთავარი რედაქტორი
გადასვლა....