NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » ზურა ჯაფარიძე პრემიერმინისტრს ღია წერილით მიმართავს
მთავარი გვერდი სიახლეები

ზურა ჯაფარიძე პრემიერმინისტრს ღია წერილით მიმართავს

„გირჩის“ საპრეზიდენტო კანდიდატი ზურა ჯაფაიძე პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძეს ღია წერილით მიმართავს და მართვასთან და მოლოდინებთან დაკავშირებით არაორდინალურ რჩევებს აძლევს. ამ წერილს პოლიტიკოსი Facebook-ზე აქვეყნებს.

„გარდაუვალია რომ: დაგიძახებენ ბიძინას მარიონეტს. როდესაც საკუთარი პოლიტიკური კაპიტალის გარეშე ხვდები მაგ სიმაღლეზე, ეს ბუნებრივია. არ უნდა გეწყინოთ და არ უნდა დაკომპლექსდეთ. ზოგადად, არაფერი უნდა გეწყინოთ მანდ;

გაგინებენ ყველა შემთხვევაში. სხვაგვარად შეუძლებელია. გინება მაგ საქმის განუყოფელი ნაწილია;

სოფლის მეურნეობას ვერ ააღორძინებთ. როგორც მინიმუმ იმ გაგებით რა გაგებითაც ეს აღორძინება ამ ქვეყანაში ესმით;

უმუშევრობას სწრაფად ვერ აღმოფხვრით. თქვენი პრემიერობის პერიოდში 100% სიღარიბეს სწრაფად ვერ გააქრობთ;

ქართულ ფეხბურთს ვერ უშველით;

ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას ვერ შესძლებთ და სასამართლოს ნდობას ვერ დაუბრუნებთ, სანამ პრემიერი იქნებით. ვერ მოასწრებთ სულ რომ იუვერლირულად იმუშაოთ;

რაც არ უნდა გააკეთოთ, საერთოდ არაფერი რომ არ გააკეთოთ, ბევრი ქვეყნისთვის ცუდი რამ რომ გააკეთოთ, ან, პირიქით, აღმაშენებლის რეინკარნაცია რომ აღმოჩნდეთ – ნებისმიერ შემთხვევაში, ცოტა ხანში მანდ აღარ იქნებით, სადაც ხართ (როგორ და რა ფორმით მოხდება ეს, ამას მნიშვნელობა არ აქვს);

ამ რაღაცეების წინასწარ გააზრება მნიშვნელოვანია იმისათვის რომ რეალისტური მოლოდინები გქონდეთ, რადგან ეს ყველაფერი გარდაუვალია, მნიშვნელოვანია იგივე შეცდომები არ დაუშვათ რაც წინამორბედმა:

ყველასთვის კარგი და ჯიგარი ვერ იქნებით. ეგ სუფრაზეა შესაძლებელია. ქვეყანა სუფრა არაა…“. – წერს ზურა ჯაფარიძე და იმასაც უშვებს, რომ თუ პრემიერმინისტრი პოზიციაზე 2020-მდე დარჩება, მერე მას „გირჩი“ ჩაანაცვლებს.

მამუკა ბახტაძეს პრემიერის პოსტზე, მთავრობის დროებითი შემადგენლობით, პარლამენტმა ნდობა 20 ივნისს გამოუცხადა.

მამუკა ბახტაძე 14 ივნისს ქართულმა ოცნებამ პრემიერმინისტრობის კანდიდატად დაასახელა. გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერმინისტრის თანამდებობა 12 ივნისს დატოვა.

მთავრობის სტრუქტურული ცვლილებები პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ 26 ივნისს წარადგინა.

პოპულარული სტატიები

თბილისის ჭიდაობის ფედერაციის გენერალური მდივანი სკანდალურ განცხადებას აკეთებს

მთავარი რედაქტორი

„ჩემი შვილი ძლიერი, ამაყი და ღირსეული იყო და ღირსეულად მოკვდა“ – არჩილ ტატუნაშვილის დედა

მთავარი რედაქტორი

შრი-ლანკაზე სიკვდილით დასჯის მორატორიუმი გაუქმდება

გადასვლა....