NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » „გირჩი” საქველმოქმედო აქციაზე სტუმრებს კანაფით გაუმასპინძლდება
მთავარი გვერდი სიახლეები

„გირჩი” საქველმოქმედო აქციაზე სტუმრებს კანაფით გაუმასპინძლდება

დღეს, 19:00 საათზე გირჩის ოფისში საქველმოქმედო საღამო გაიმართება, რომელიც მიზნად ისახავს გირჩის წევრისა და ბიბლიური თავისუფლების მთავარი ეპისკოპოსის, ნიკა ობოლაძის, ჯარიმის გადასახდელი თანხის შეგროვებას. ინფორმაციას „აიპრესი“ ავრცელებს.

“ყრილობისგან განსხვავებით, მოსულ სტუმრებს ამჯერად ღორის მწვადით ვეღარ ვუმასპინძლებთ, თუმცა სპეციალურად შემომწირველებისთვის გუშინ საღამოს გირჩის ოფისში მოვჭერით ყველაზე ცნობილი კანაფის ძირი, რითიც სტუმრებს ვუმასპინძლებთ“, – ნათქვამია გირჩის განცხადებაში.

პოლიტიკური მოძრაობა „გირჩის“ წევრი, ბიბლიური თავისუფლების მთავარი ეპისკოპოსი ნიკა ობოლაძე ნარკოტიკული საშუალების უკანონო შენახვისთვის 500 ლარით დააჯარიმეს.

საქმე ეხება 2 მაისის ინციდენტს,  როდესაც „გირჩის“ წევრები, მათ შორის ობოლაძე, პოლიციის განყოფილებასთან კანაფის ნერგიანი ქოთნით მივიდნენ. ობოლაძე თავს დამნაშავედ არ ცნობს, თუმცა არც საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრებას აპირებს.

პოპულარული სტატიები

ადვოკატი: მწყემსი მალხაზ კობაური დანაშაულს არ აღიარებს

სოფელ დილიკაურსა და ფუთში 1330-მდე ოჯახში გაზი აგვისტოს ბოლომდე შევა

მთავარი რედაქტორი

” მე შევღებე ნაცმოძრაობის ოფისი და იგივეს გავაგრძელებ!”

მთავარი რედაქტორი
გადასვლა....