NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » გაერო: ერთ წელიწადში კონფლიქტებისას 10 ათასზე მეტი ბავშვი მოკლეს და დაასახიჩრეს
მთავარი გვერდი მსოფლიო ამბები სიახლეები

გაერო: ერთ წელიწადში კონფლიქტებისას 10 ათასზე მეტი ბავშვი მოკლეს და დაასახიჩრეს

ამ რაოდენობაში არ მოიაზრებიან ბავშვები, რომელიც გააუპატიურეს, ძალდატანებით გახადეს შეიარაღებული ჯარისკაცები, მოჰყვნენ სკოლებზე ან საავადმყოფოებზე განხორციელებულ თავდასხმებში.

ანგარიშის მიხედვით, მხოლოდ ნიგერიაში 881 ბავშვი დაიღუპა თვითმკვლელი ტერორისტების გამო. მათ შორისაა ის ბავშვებიც, რომელთაც თავი ააფეთქებინეს. 1 900-ზე მეტი ბავშვი დააკავეს რადიკალურ დაჯგუფება „ბოკო ჰარამთან“ მათი ან მათი მშობლების შესაძლო კავშირისთვის.

ერაყის საპატიმრო დაწესებულებებში, ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ბრალდებებისა და ისლამურ სახელმწიფოსთან შესაძლო კავშირისთვის, 1 036 ბავშვი აღმოჩნდა.

1 221 ბავშვი სამხრეთ სუდანში საომარ მოქმედებებში, – როგორც ჯარისკაცები ჩართეს.

ტერორისტული ორგანიზაცია „ალ შაბაბმა“, სომალში 1 600-ზე მეტი ბავშვი გაიტაცა და მათზე იძალადა. დადგინდა სექსუალური ძალადობის შემთხვევებიც.

ასევე, არაერთხელ დაფიქსირდა, რომ მიანმაში, სამხრეთ სუდანში, სირიასა და იემენში მომაკვდავ ბავშვებს არ დაეხმარნენ.

პოპულარული სტატიები

შსს-ს თანამშრომლები ბინებს 40%-იანი სახელმწიფო თანადაფინანსებით მიიღებენ

მთავარი რედაქტორი

იაპონიაში მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა

მთავარი რედაქტორი

მამაკაცი მე-14 სართულიდან გადავარდა

მთავარი რედაქტორი
გადასვლა....