NewsMedia-მედია აქტივიზმი
epa04846467 Barded wire of the border between the Georgian breakaway region of South Ossetia and Georgia in the village of Khurvaleti, some 60 kms from Tbilisi, Georgia, 14 July 2015. According to media reports, protesters came out in protest against what they called 'creeping annexation' after Russia border guards allegedly altered border markings, encroaching on Georgian territory. EPA/ZURAB KURTSIKIDZE
მთავარი » რუსი სამხედროების მიერ დაკავებულ 2 ქართველ მესაზღვრეს 29 ივნისს გაათავისუფლებენ
ახალი ამბები სიახლეები

რუსი სამხედროების მიერ დაკავებულ 2 ქართველ მესაზღვრეს 29 ივნისს გაათავისუფლებენ

რუსულმა მხარემ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ლაგოდეხის სამმართველოს ორი მესაზღვრე დააკავა.

ქართველი მესაზღვრეების დაკავების ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტში ადასტურებენ.

უწყების ინფორმაციით, მიმდინარე წლის 27 ივნისს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ლაგოდეხის სამმართველოს ორი მესაზღვრე, საქართველო – რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე მორიგი დროებითი საზაფხულო საგუშაგოს გასახსნელად გავიდა. მოგვაინებით გაირკვა, რომ  ქართველი მესაზღვრეები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ.

მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად, ქართველი მესაზღვრეების გადმოცემა მოხდება ა.წ. 29 ივნისს. მესაზღვრეების დაბრუნების შემდეგ ქართული მხარე განახორციელებს ინციდენტის დეტალურ გამოკვლევას და ყველა შესაბამის პროცედურას.

პოპულარული სტატიები

საფრანგეთის პრეზიდენტი თანახმაა, გმირ მიგრანტს მოქალაქეობა მისცეს

რა ეღირება საათობრივი პარკირება დედაქალაქში?

თაკო

მარნეულის მერი დაკავებულია

მთავარი რედაქტორი
გადასვლა....