NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » ზუგდიდში ახალგაზრდები “თავისუფალ” სივრცეს ითხოვენ
ბლოგი მთავარი გვერდი საზოგადოება სამეგრელო ზემო-სვანეთი

ზუგდიდში ახალგაზრდები “თავისუფალ” სივრცეს ითხოვენ

მე ვცხოვრობ ზუგდიდში და ეს ქალაქი ოდითგანვე გამოირჩეოდა აქ არსებული ღირსშესანიშნაობებით. ყოველწლიურად ქალაქს ბევრი ტურისტი სტუმრობს. მათში აღტაცებას იწვევს დადიანების სასახლე, რომელსაც თან ახლავს ულამაზესი ბოტანიკური ბაღი, რომლის რეაბილიტაციაც ძალიან მალე დასრულდება.  თუმცა ახლაგაზრდებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მოეწყოს კომფორტული და გამწვანებული ზონა, სადაც თავად მიიღებენ კონკრეტული ადგილის კეთილმოწყობაში მონაწილეობას და ამასთან ერთად ისინი თავისუფალ დროს გაატარებენ, დაუახლოვდებიან ერთმანეთს და შეძლებენ ძალიან საინტერესო პროექტების დაგეგმვას და მომავალში მათ განხორციელებას.
   დღეს ზუგდიდში ძალიან ბევრი გამოუყენებელი ადგილი არსებობს, სადაც შეიძლება მსგავსი გასართობი, გამწვანებული და კომფორტული ზონის მოწყობა.
ერთ-ერთი არის ეს ადგილი, რომელიც ძალიან დიდი ხანია ცარიელია და არანაირი ფუნქცია არ აკისრია, უმჯობესი იქნება თუ ეს ადგილი გახდება ზუგიდიდელი ახალგაზრდების თავშეყრის ადგილი. შეიძლება ამ პატარა “იდეათა” სკვერში ჩატარდეს უამრავი სახალისო აქტივობა, რომელიც ხელს შეუწყობს მათ გონებრივ განვითარებას, შეიძლება დაიგეგმოს ღონისძიებები, სადაც მოხალისეები ჩაერთვებიან და მიიღებენ მონაწილეობას თავიანთი ქალაქის განვითარებაში.
რაც უფრო მეტად  ჩავერთვებით გარემოს დაცვისა და ქალაქის განვითარების საკითხებში, მით უფრო კომფორტულად ვიგრძნობთ თავს და ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ამაში სწორედ ახალგაზრდები მიიღებენ მონაწილეობას, მე და ჩემი თანატოლები ვისურვებდით ზუგდიდიში ასეთი ძალიან ბევრი ადგილი იყოს, რადგან ეს ძალიან დიდ გავლენას ახდენს ქალაქის და შემდგომ უკვე ქვეყნის განვითარებაზე.

 

ჩვენ, ახალგაზრდებს გვაქვს უამრავი იდეა რომლის განხორციელებაც გვსურს რათა ეს ადგილი გახდეს ხალხისთვის ერთ ერთი საყვარელი ადგილი მათ ქალაქში, უნდა მოხდეს არ ადგილის გამწვანება, გალამაზება და ხალხს უნდა შევუქმნათ კეთილმოწყობილი და მყუდრო გარემო, სადაც ისინი ბედნიერად იგრძნობენ თავს. ქალაქში მცხოვრებ ნებისმიერ ადამიანს სურვილისამებრ შეუძლია მიიღოს მონაწილეობა პარკის გალამაზებაში. მათ შეუძლიათ თავიანთ ხელით დაამზადონ სკამები, მაგიდები, ქოთნები და ა.შ. მათ შეუძლიათ თითქოს გამოუყენებელი ნივთებისგან მაგალითად როგორიცაა საბურავი, ძველი გატეხილი ქვევრი ან ქოთანი, შექმნან ძალიან ორიგინალური და ლამაზი დეკორატიული ნივთები რომელიც ძალიან ლამაზ და ფერადს გახდის ჩვენს პარკს. რადგანაც ძალიან დიდი ტერიტორიაა შეიძლება მინი კაფე-ბარის გახსნა სადან ხალხი ჩამოსხდება, ეს ყველასთვის სიახლე იქნება რადგან მსგავს რამეს ახლოს ვერსად ვერ შეხვდებით. მიუხედავად იმისა რომ ჩვენს ქალაქს ულამაზესი დადიანების ეზო ამშვენებს გვგონია რომ საჭიროა არა მარტო ქალაქის ცენტრში იყოს ლამაზი და კეთილმოწყობილი გარემო არამედ ყველგან სადაც ხალხია და სადაც სიცოხლეა. ამ ყველაფერის განხორციელების შემდეგ საბოლოოდ მივიღებთ კიდევ ერთ ძალიან ლამაზ ადგილს ზუგდიდში, სადაც ხალხი შეძლებს განტვირთვას, დასვენებას, გამხიარულებას. ასეთი სილამაზის შემხედვარე ხალხიც ბედნიერი იქნება და ყველაზე მთავარიც ხომ ეგ არის.

ნინი კვარაცხელია

პოპულარული სტატიები

“ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გამანთავისუფლა და ბედნიერი ახალი წელი აჩუქა ჩემს შვილებს”

თაკო

მამა ილიას თქმით, საპატრიარქო, რუსეთის ზეწოლის მიუხედავად, სიმართლის მხარეს უნდა დადგეს

თაკო

ქართველები ბრაზილიაში Neymar JR’s-ის ფინალში ითამაშებენ

გადასვლა....