NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » and then, we prayed- თამთა თოდუას ბლოგი
ბლოგი პოლიტიკა საზოგადოება

and then, we prayed- თამთა თოდუას ბლოგი

and then, we prayed.

და მგონი, სხვა აღარც დაგვრჩენია რა.

ყოველივე ეს სარკაზმითაა გაჟღენთილი.

არასოდეს მქონია ნდობის განცდა საპატრიარქოს მიმართ. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გაპრიალებულ ჯიპებზე შემომსხდრებს, გათამამებულებსა და ე.წ მამიკოს ფულებით(ამ შემთხვევაში მიშიკოსა და ბიძოს) გათამამებულ 18 წლის ბიჭების იერით მოგულავე მამაოებს ვხედავდი.

და უი, მთავარი ატრიბუტი, ტაბურეტკები არ უნდა გამოგვრჩეს.

საერო და სასულიერო საქმიანობა ერთმანეთის გადაკვეთის წერტილში, მხოლოდ ღმერთისაკენ მიმავალ გზაზე უნდა გადიოდეს, თუმცა ღმერთის გარდა ყველგან, მათ შორის დიდი რაოდენობით პოლიტიკასა და ფულზე მოძრაობს.

ნელ-ნელა ის ბუშტები სკდება, რომელშიც რეალური ფაქტებია ჩამალული?

საერთოდ, საპატრიარქოში ვინმეს თუ ახსოვს ღმერთი?

ოღონდ ის ღმერთი არა, პინგვინებთან და ზებრებთან ერთად შუშის სასახლეში რომ ბინადრობს, იმ ღმერთზე ვსაუბრობ, რომლის გამოც, ადამიანის მოკვლა შეუძლია ზოგიერთს და მისი სახელით გამართლებაც კი…

აქაც ბევრი რამ გაირკვა.

ადამიანი სუსტი არსებაა და მისი მართვა და მანიპულაციის ქვეშ მოქცევა უამრავი გზითაა შესაძლებელი. მათ შორის ერთ-ერთი, საპატრიარქოს თავს შეთითხნილი ციანიდის საქმე, რომელიც მგონი საერთოდ არ ყოფილა რეალობასთან ახლოს და ვინ რას სად და როდის აკეთებდა, მხოლოდ შუშის სასახლეში მყოფმა, პინგვინებთან მობინადრე ღმერთმა თუიცის.

ჯიპები,

ციანიდი,

სექსუალური ძალადობის ბრალდებები,

სინოდის სხდომები,

მამათმავლები?

და ტაბურეტკები.

ქვეშ, დიდი ასოებით ს ა პ ა ტ რ ი ა რ ქ ო!!!

სასაცილოდ ჟღერს, არა?

მე ვფიქრობ, რომ ყველაფერს თავისი საფასური აქვს, ისევე როგორც იმ ჯიპებს, ხალხის ფულით რომ არის ნაყიდი და გაპრიალებული.

იმ ტაბურეტკების საფასურსაც ახლა იხდიან პატივცემული უწმინდესი საპატრიარქოს სულიერად უმაღლეს ნოტაზე ამაღლებული პირები.

მათ შორის ილიაც.

ყველაფერზე ფრთხილად ვსაუბრობთ ხოლმე.

და როდემდე?

როდემდე შეიძლება ვხუჭავდეთ თვალს და ლამაზად ვფუთავდეთ ჩვენს სათქმელს?

ბოლო დღეების მოვლენები ჩემთვის სასაცილო იმიტომ კი არ არის, რომ ვიღაცაზე მიუთითებენ ჰომოსექსუალიაო და ეს ვიღაც კი არა, საქართველოს პატრიარქი ილია მეორეა, არამედ იმიტომ, რომ ეს სწორედ ის საქართველოს პატრიარქი ილია მეორეა, რომელიც გამწარებული ქადაგებდა ჰომოსექსუალიზმის წინააღმდეგ.

დაბერდა, ხომ არ დაავიწყდა?

შეახსენეს.

ადამიანის მიმართ პატივისცემას მაშინ ვკარგავ ხოლმე, როდესაც ერთს ამბობს და მეორეს აკეთებს.

ან საკუთარ შეცდომებს, სხვას აწერს.

მოწმეები იმ რეალობის, რომელიც სექსუალურ ძალადობაში დებს ბრალს, სამწუხაროდ არსებობენ და ბოლო დღეებში, უკვე აფექტის მდგომარეობაში, ეს ყოველივე არ იმალება.

და გული მერევა, ზიზღი მახრჩობს.

რის გამო?

მე არც ღმერთის მოშიში ადამიანი ვარ და არც რომელიმე რელიგიას მივაკუთნებ თავს, უბრალოდ ვცდილობ ვიცხოვრო ისე, როგორც სწორად მიმაჩნია და მგონია, რომ რელიგიურად თავგადაკლულ ადამიანებს ბევრი არაფრით ჩამოვუვარდები.

ყოველივე ეს ჩემზე ასეთ გავლენას იმიტომ ახდენს, რომ ჩემს გარშემო, მთელი საზოგადოება თვალებს ხუჭავს.

არ მადარდებს ილია მეორე რა ორიენტაციის მქონე ადამიანია.

რა საშინელება ჩაიდინა წლების წინ.

არ მადარდებს რადგან თავად სწამთ, რომ ღმერთი განიკითხავს, ჩვენ კი ამის უფლება არ გვაქვს, მოკვდავებს.

უბრალოდ

ისტერიკაში რატომ გვაგდებს წარმატება?

ჩოხა და ჰომოსექსუალი?

ფილმი?

გენიალური ფილმი, თან.

ვასაძე და კორკოტა დიდისამბით ვერის ბაღში კრებენ ხალხს, აქეთ სხვადასხვა სასულიერო პირები სხვადასხვა ტელევიზიებში ამ ფილმზე უარყოფითად საუბრობენ და რეკომენდაციას არუწევენ, აპროტესტებენ.

ამ სიტუაციას იცით რა შეეფერება?

“თაგვმა თხარა თხარაო, კატა გამოთხარაო”

ამ შემთხვევაში, კატა ჰომოსექსუალიზმია და თაგვი გინდ ჰომოფობიით აღტკინებული საზოგადოება, ან საპატრიარქო.

მაინც ორივე ერთია…

არაფერიც არ გვეშველება, იმ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, სადაც საკუთარი ცოდვები თვითონ სასულიერო პირებს ახრჩობთ და აგერ, ჭიათურაში უკიდურესად გაჭირვებული ოჯახი შიმშილით სულამომხდარი ცხოვრობს, მაშინ როდესაც რომელიღაც მამაო იმხელა ფასიანი ჯიპით დატასაობს თბილისის ქუჩებში, სამ ოჯახს რომ დააპურებს.

ასეთი მზრუნველი საპატრიარქო გვყავს და ღმერთის მაგივრად მათ უკან გაყოლა ალბათ ეშმაკთან მიგიყვანთ, ისიც თუ ასეთი საძაგელია, ეჭვი მეპარება უკვე.

ასე და ამგვარად ხალხი შიმშილობს, მამაოები შიმშილის გრძნობით არ წუხდებიან და მუდამ დანაყრებულები არიან.

სხვებს ტაბურეტკებით თავიანთი თავმოყვარეობის დასაცავად დასდევენ და საკუთარი ცოდვებისათვის სხვებს სჯიან.

ასეა, ყველაზე დიდი დამნაშავე, ყოველთვის სხვას სდებს ბრალს.

მესმის, ჩემი ტონი შეიძლება გაღიზიანებდეთ მაგრამ მძულს უაზროდ შორიდან მოვლილი წინადადებები, რომელიც რეალობას არ უხდება ხოლმე.

არ მიყვარს, სიტყვების საკითხის მიხედვით განსაზღვრა და მგონია, რომ აუცილებელია პირდაპირ ილაპარაკო, მაშინ განსაკუთრებით, როდესაც პატივსაცემი ადამიანები, თურმე სახეში გაფურთხებდნენ, ეს აქამდეც ვიცოდით, მაგრამ ახლა დავინახეთ უბრალოდ.

ასე ვსაუბრობდი,ასე ვსაუბრობ და მომავალში, ჩემი მიზნებისაკენ რომ დავიძრები, მაშინაც ასე ვისაუბრებ, თუ უფრო ხმამაღლა არა.

and then, we danced.

პოპულარული სტატიები

ნათია თოდუამ ზურაბიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა

თაკო

“ჩემი ქალიშვილი ერთ-ერთი წამყვანი მინისტრი გახდება”

თაკო

“ქართულ ოცნებაში“ რღვევა დაიწყო, რომელიც გაღრმავდება და სკანდალურ სახეს მიიღებს”

თაკო
გადასვლა....