NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » პროფესია აირჩიეთ დამოუკიდებლად
საზოგადოება

პროფესია აირჩიეთ დამოუკიდებლად

ალბათ, ყველა დამეთანხმება, რომ აბიტურიენტობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი პერიოდია, რადგან, ფაქტობრივად, შენი მომავალი ამ 1 წლის განმავლობაში “დადებულ” შედეგზეა დამოკიდებული.

თავიდან შევშინდი, რომ წარმოვიდგინე, წინ რამდენი უძილო ღამე მელოდა. ადრე რომ ვერთობოდი, ისე ვეღარ გავერთობი, რადგან დრო აღარ მექნება. მერე ჩემი თავი წარმოვიდგინე გამოცდაზე ( ნერვიულობამ რომ ამიტაცოს, რაც ვიცი ისიც დამავიწყდება. აი, გერმანულზე ვაბარებდი და ისე ვინერვიულე, ჩემი გვარი ვერ დავწერე. ვიცი, რომ ბევრი დაბრკოლებისა და სირთულის გადატანა მომიწევს. თითქმის ყოველდღე მიწევს ჩემი თავისთვის დამტკიცება, რომ არ მაქვს დანებების უფლება, რადგან არაფერია შეუძლებელი, თუ მართლა გულით გინდა და არა სხვის დასანახად.

რამდენი აბიტურიენტია მშობლების ახირების გამო ძალით რომ აბარებენ უნივერსიტეტში. სინამდვილეში კი ეს სულ არ უნდათ. ან კიდევ უარესი, მშობლების მიერ არჩეულ პროფესიებს “აწვებიან”. ძალით ტენიან მშობლები შვილებს ექიმობას ან იურისტობას და ყრიან ამდენ ფულს ჯერ რეპეტიტორებში, მერე უნივერსიტეტში. საბოლოოდ, ბავშვებს საქმე ბოლომდე ვერ მიჰყავთ. ხშირშემთხვევაში, მშობლები ბავშვებს სტრესში აყენებენ, გინდა არ გინდა გრანტი უნდა აიღო შვილო, ჩემი მეზობლის სალაპარაკოს ნუ გამხდიო. მოკლედ, მთელი თავგადასავალია აბიტურიენტობის პერიოდი, განსაკუთრებით საქართველოში, რადგან ქართველებს ასეთი მენტალიტეტი გვაქვს: ვაიმე მეზობელი რას იტყვის?!სხვისზე ნაკლები რითია ჩემი შვილი! სანამ საკუთარ თავს არ დავაფასებთ და არ მივატოვებთ სხვის ჯიბრზე ცხოვრებას, ნამდვილად არაფერი გვეშველება. პირადად მე ძალიან გამიმართლა ამ მხრივ და მადლობელი ვარ ჩემი მშობლების, რადგან არასდროს დაუძალებიათ პირველ რიგში, უნივერსიტეტში ჩაბარება, არც პროფესიის არჩევაში ჩარეულან და არც მთხოვენ რომ 100% გრანტი ავიღო. მაგრამ მე მაქვს სტიმული და მოტივაცია, რადგან ვიცი, რომ, თუ ჩემი შესაძლებლობის მაქსიმუმს გამოვიყენებ აუცილებლად მივაღწევ სასურველ შედეგს! არასოდეს არავის და არაფრის გამო არ უნდა ვთქვათ ჩვენს ოცნებეზე უარი და ხელი ჩავიქნიოთ.

წარმოიდგინეთ რამხელა ბედნიერებაა, რომ სასურველ შედეგს დადებ და შენთვის საოცნებო უნივერსიტეტში, სასურველ ფაკულტეტზე მოხვდები. ტანში ჟრუანტელი მივლის, ჩემი ოჯახის წევრების, ნაცნობების, მეგობრების, მასწავლებლებისა და საკუთარ თავს რომ დაუმტკიცებ, არაფერი ყოფილა შეუძლებელი. აი, მოუთმენლად ველი 30 აგვისტოს როცა Naec. Ge ზე ჩარიცხულების სია დაიდება და იმ ჩარიცხულ ათასობით სტუდენტს შორის ვიქნები. წარმატებები მე და ყველა აბიტურიენტს!

მონიკა ბეჭვაია

პოპულარული სტატიები

“რთულია თინეიჯერი შვილის ყოლა” – სააკაშვილის უმცროსმა ვაჟმა თმა მწვანედ შეიღება (ვიდეო)

თაკო

კესარია ამბრამიძის გამოსვლა საცურაო კოსტიუმით (ვიდეო)

როგორ დავიცვათ ბუნებრივ აირთან დაკავშირებული უსაფრთხოების ნორმები – ის, რაც უნდა ვიცოდეთ

თაკო
გადასვლა....