NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » ქალაქი ფერებით და ფერების გარეშე
თვალსაზრისი პოლიტიკა საზოგადოება საკითხავი

ქალაქი ფერებით და ფერების გარეშე

ჩემი ზაფხულის თავისუფალი დრო ორ ლოკაციაზე განაწილდა: სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში, ცაცხვში და ბერლინში.

საბოლოოდ კი თქვენთვის სათქმელი უამრავი რამ დამიგროვდა.

ჩემს სოფელში, არაფერია.

არც სკოლა ფუნქციონირებს და ჩემი თანატოლები მეზობელ სოფელში დადიან სასწავლებლად. არ არსებობს არანაირი გასართობი, არანაირი ინტელექტუალური ღონისძიება, არანაირი მორალის ასამაღლებელი ხელშეწყობა.

მოკლედ რომ ვთქვათ, ერთი სტადიონი და ე.წ ბირჟა გაგვაჩნია და სულ ეგ არის.

ხალხის გასართობიც ძირითადად საკუთარი ცხოვრების უფერულობისაგან მოწყენილ, მოგონილი და მახინჯ ფერებში გაფერადებული სხვისი ცხოვრების საუბარი გახდა.

ადრე ალბათ მაბრაზებდა ეს ფაქტი, თუმცა ვხვდები, რომ სხვა არც არაფერი ყოფილა ჩემს სოფელში ისეთი, სამყაროს უფრო ფერად და თავისუფალ ფერებში აღქმა რომ ესწავლათ ზოგ-ზოგიერთებს.

იქით სპირტი, ვითომ არაყი რომ არის და აქეთ ცხოვრება, რომელიც ვითომ არასწორია.

საბოლოო ჯამში, ისეთი ვითარება იქმნება, რომ ალბათ ჩემი თანატოლების უდიდესი ნაწილი, პირველივე შესაძლებლობის თანავე სოფელს დატოვებს და ის სიცოცხლით სავსე თვალები, რომელიც ასეთი შემცირებულია, საბოლოოდ საერთოდ გაქრება.

ეს კი, მხოლოდ იმიტომ რომ არავის ადარდებს ვინ, სად და როგორ პირობებში ცხოვრობს მაშინ, როდესაც თავად თბილად მოკალათებული, ბრძანებას გასცემს, თუ როგორი ყავა მიართვან კაბინეტში.

ალბათ ლატე, ან ესპრესო.

რა თქმა უნდა, რომელიც ყველაზე ძვირიანია და ‘’ცვეტშია’’.

ბავშვებთან ძალიან კარგი დრო გავატარე და ამ ზაფხულს, სოფელი უზომოდ დიდი სიყვარულითა და ნოსტალგიით დავტოვე, თუმცა მეშინია, რომ რამოდენიმე წელიწადში,ჩემს სოფელში მსგავს შეგრძნებებს ვეღარავინ შეიგრძნობს.

შემდეგი ლოკაცია,როგორც აღვნიშნე, ბერლინი გახლდათ.

სიტყვებიც კი ზედმეტია იმაზე,რომ ხალხი ბედნიერია.

ვიცი, უბედური და ღარიბი ადამიანი,ყველა ძლიერ და მძლავრ სახელმწიფოსაც ჰყავს, თუმცა სრული უმრავლესობა,ნამდვილად არ წუხს და არ დადის მშიერი და მოწყენილი.

ქუჩაში გასვლა, ერთი სიხარული იყო. არავინ გათვალიერებდა დეკოლტის ან რაიმე ღიას ჩაცმის გამო, გამკიცხავი მზერით.

არავინ ფიქრობდა იმაზე, ვინ იყავი და რა გინდოდა.

ყველა თითქოს საკუთარ თავში იყო და სიარულის დროსაც კი საკუთარი თავის განვითარებას ცდილობდა.

ამბობენ, რომ საქართველო დიდად სტუმართმოყვარე ქვეყანაა, თუმცა სტუმრებთან კი არა, ჩემთან, როგორც ქართველთან საქართველოში ისეთი თბილი და დახმარების სურვილით გამსჭვალული არავინ შემხვედრია, როგორც იქ.

ბევრი რომ არ განვაგრძო, თუ არ მიგრძვნია, დავინახე მაინც, როგორი იყო ბედნიერება და თავისუფლება ადამიანების თვალებში.

გარემო, მეტად მოწესრიგებული და ლამაზი გახლდათ.

მხოლოდ ერთ უბანში, იმდენი სიმწვანე, და თან ძალიან მოვლილი და დაცული, საქართველოშიც კი უკვე ბევრი აღარ მეგულება.

არანაირი ზედმეტად აწოწილი, უაზრო ინტერიერის მქონე სასტუმროები, რომელიც მხოლოდ ფულს ემსახურება, ბუნებას სიცოცხლეში ხელს უშლის და თან ლამაზიც კი არ არის, არ შემხვედრია.

რაც ყველაზე დიდ კონტრასტს ქმნის მას შემდეგ რაც ჩამოვედი, არც გართობაა, არც არაფერი მსგავსი, რომ ჩამოვედი, თბილისს რომ შევხედე და შევათვალიერე,ყველაზე მეტად ფერები დამაკლდა.

ფერები გარემოში, შენობები, მანქანები, სხვადასხვა დაწესებულებები, ხალხი, ტანსაცმელი, თვალები, თმები, კანი.

თითქოს ყველაფერი ძალიან ჩამუქებული და მძაფრ ფერებში დახატულია.

წუხილის, სიღარიბისა და მარტოობის ფერებია.

მობეზრებული სახეები, რომელზეც სიცილისგან კი არა, ტკივილისა ან სევდისაგან დამანჭვისაგან გამოწვეული ნაოჭებია მხოლოდ.

სახეები, რომლებზეც ნათლად წერია, რომ ვიღაცის სახლმა, საქართველოდან რუსეთში ამოჰყო თავი,

სახეები, რომლებზეც აღწერილია,მკვდარი შვილები, მეგობრები და ახლო ადამიანები.

სახეები, ძალადობისაგან დაღლილი და უსამართლობისაგან გამოფიტული.

და ამ დროს, ქვეყანაში ხდება

ის, რომ

არავის

არსად

არ

ადარდებს

საზოგადოება.

თითქოს რაღაც პერიოდში ჭურში ვიჯექი და არ ვიცოდი ბევრი არაფერი რაც აქ ხდებოდა.

ბოლო დღეებში, უამრავი რამ დაგროვდა და მე ვხედავ, რომ 12 და 23 წლიანი ძებნის შედეგად ძლივს დაკავებული სასტიკი მკვლელები, ერთი თითის გატკაცუნებით,დღეს გარეთ არიან.

და ვინ იცის, ხვალ, ვის მოკლავენ დაკ იდევ რამდენი ათეული წელი მოვძებნით მათ, ან საერთოდ თუ მოვძებნით.

მე ვხედავ, როგორ ებრძვიან ყველაფერს რასაც შეუძლია ხალხი ოდნავ ბედნიერი თუ არა, სიმართლესთან მიახლოვებული მაინ ამყოფოს.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საზოგადოებრივი კვლევის მიხედვით საქართველოს მოსახლეობის 49%-ის აზრით სახელმწიფოს კურსი, უკან ჩქარი ნაბიჯით მიემართება, ბოლო ათწლეულების მანძილზე, ეს ყველაზე დიდი მაჩვენებელია.

ამ ყველაფრის ფონზე, რუსეთი აგრძელებს ჩვენი თანამემამულეების სახლებიდან გამოყრას, მათ ჩაგვრასა და მოტაცებასაც, თუმცა ჩვენი ხელისუფლება დასასვენებლად იმყოფება და ხელის განძრევა, შვებულებამდეც ხომ მხოლოდ ფულის სათვლელად უსწორდებოდადა ახლა, მითუმეტეს.

ჯერ მასაჟი აქვთ გასაკეთებელი, relax.

აქეთ, მოდი ოპოზიციასაც შევავლოთ ჩვენი თვალები, არც ეგ კუთხე ბრწყინავს და თვალს ნამდვილად არ მოგვჭრიან, თუ არ დაგვაბრმავეს, ჩვენი უკვე ყოფილი შსს მინისტრისა და აწ უკვე პრემიერის მსგავსად, რავიცი…

უი, აქაც რუსეთი ყოფილა.

ხედავთ?

სად ბუდობს თურმე “სიქაჯე” და ადა მარშანია და ირმა ინაშვილი, თავიანთ მოსყიდულ რუსეთუმე ხალხთან ერთად, ამერიკის საელჩოს წინ ამაყად ცხვირაწეული რუსეთს სიყვარულს უხსნიან და ქართველ ერს, იცით რას უწოდებენ?

არასწორს, უკულტუროს, დაკომპლექსებულს,დაბინდულსა და უსწავლელს.

ოღონდ ცხადია, იმ ნაწილზეა საუბარი, ცოტათი პროგრესულად მაინც რომ აქვს აზრები მიმართული.

ერთიც, ძალიან მთავარი თემაა მგონი განსახილველი კიდევ, ზუსტად რომ მთავარ არხზე.

იმ დემოკრატიაზე,რომელიც მოკლეს, მაგრამ ფენიქსივით, თავიდან დაიბადა და სულ რაღაც 19დღეში ფეხზე მყარად წამოდგა.

ეს არის რაღაც დიდი იმედი ჩემთვის, რომ ამ ქვეყანაში, რაც არ უნდა დიდმა ოლიგარქმა ისროლოს ტყვიები, კრემლის ხალხი გვინიშნოს პრემიერებად და საბჭოთა სასტავის რუსი დეპუტატები გვასვას თავზე, დემოკრატია, ყოველთვის აღმოცენდება.

იმიტომ რომ თუ არა სრული, ჩემი ერის დიდი ნაწილი აზროვნებს.

და არც ნაციონალები და არც ქართული ოცნების პატარა პოლიტიკოსები, არც მინი პატრიოტთა ალიანსები და მსგავსი პარტიები არ არიან იმდენად მძლავრები, როგორც ის ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, აზროვნებენ, ხვდებიან, და აკრიტიკებენ.

ჩვენ ვართ ერი, რომელიც ხმის ამოღებას იწყებს.

თამთა თოდუა

პოპულარული სტატიები

ძმისშვილის მკვლელობაში ბრალდებული ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაიყვანეს

თაკო

“რაც არ უნდა მუქარა იყოს, ჩვენ ამ ხალხს ყოველვის დავიცავთ“

თაკო

“მე მიყვარს ჩემი პატრიარქი… გუშინ საოცარი სიმშვიდე მომცა.”

მთავარი რედაქტორი
გადასვლა....