NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » რატომ უნდა დავიცვათ დიღმის ტყე?
ბლოგი მთავარი გვერდი პოლიტიკა საზოგადოება

რატომ უნდა დავიცვათ დიღმის ტყე?

 

 

 

ქალაქისა და ბუნებრივი გარემოს ურთიერთობა 21 საუკუნის ერთ-ერთი მთავარი საკითხია. ურბანიზაციის პირობებში ხშირად იჩეხება ტყეები და ნადგურდება ბუნება.  ინდუსტრიალიზაციამ გამოიწვია საწარმოო ნარჩენებისა თუ სხვა მავნე ნივთიერებების გამონაყოფის რაოდენობის ზრდა ქალაქებში. ეს პროცესები იწვევს გარემოს ცხოველური თუ მცენარეული საფარის განადგურებას, ხოლო ტყის გაჩეხვა იწვევს ჰაერისა და ნიადაგის ხარისხის დეგრადაციას. სწორედ ინდუსტრიალიზაციის განვითარების პირობებში სახელმწიფო უნდა ცდილობდეს, რომ შექმნას უფრო მეტი “ჟანგბადის” კერა არათუ გაანუდგუროს არსებული, რათა გარკვეულწილად აღმოფხვრას ის პრობლემები რასაც ურბანიზაცია იწვევს.

მსგავსი პრობლემის წინაშე დადგა თბილისიც. დიღმის ტყეს, რომელიც 20 ჰექტარზეა გადაჭიმული და წარმოადგენს თბილისის ფილტვებს ემუქრება გაჩეხვა, რის შედეგადაც დედაქალაქში ბევრად უფრო რთული გახდება ცხოვრება.

“ახალგაზრდა მწვანეებმა” 13 ივლისს გამართეს აქცია დიღმის ტყის გადასარჩენად, ისინი გვიხსნიან თუ რატომ არის ამ საკითხისთვის ბრძოლა აუცილებელი:

დიღმის ტყე პარკი საჯარო სივრცეა, რომელშიც ყოველდღიურად დადის დიღმის თუ თბილისის მოსახლეობა — ისვენებს,  აწყობს პიკნიკს, ასეირნებს ბავშვებს, კითხულობს წიგნებს ან, უბრალოდ, მწვანე გარემოში ფიქრობს. მაგრამ ამ ყველაფერს საფრთხე ემუქრება. თბილისის მერიამ მშენებლობის ნებართვა გასცა კომპანია „ანაგზე“, რომელიც აპირებს რომ „კია მოტორსის“ შენობის ადგილას, ოთხჯერ უფრო დიდი ზომის  „ორანჟერეად“ შეფუთული  რესტორანი და სავაჭრო ცენტრი გახსნას. აღნიშნულის აშენება, ფაქტობრივად, დიღმის ტყეს გადააქცევს ელიტარულ, 2000 ადამიანზე გათვლილი რესტორნის უკანა ეზოდ. ასევე ეს ძალიან საშიში პრეცენდენტია, რადგან ტყე-პარკის ტერიტორია პრივატიზებული და გაყიდულია 50-ზე მეტ იურიდიულ და ფიზიკურ პირზე, მათ შორის ძალიან ცნობილ, მდიდარ ადამიანებზე, რომლებმაც უკვე გამოთქვეს სურვილი, მათ კუთვნილ მიწაზეც დადგან შენობა და ტყე-პარკის განადგურების ხარჯზე კიდევ უფრო გამდიდრდნენ.

ჩვენ, თბილისის მოსახლეობა, „ახალგაზრდა მწვანეები“ და დიღმელები არ დავუშვებთ, რომ დიღმის ტყე, რომელიც სულ რამდენიმე ათწლეულის წინ 75 ჰა-ზე იყო გადაჭიმული და დღეს მხოლოდ 20.5 ჰა-ღაა შემორჩენილი, კიდევ უფრო შემცირდეს და ინდივიდების ეკონომიკური მოგების ადგილად იქცეს.

ჩვენ 13 ივლისს დიღმის ტყეში, კარვებში გავათენეთ ღამე. ხოლო 14 ივლისს ჩავატარეთ გამაფრთხილებელი დემონსტრაცია, რომ არ ვაპირებთ დავუშვათ დიღმის ტყის გაჩანაგება და რესტორნის უკანა ეზოდ ქცევა!

13 ივლისით არ დასრულებულა დიღმის ტყის გადასარჩენად ბრძოლა. “კია მოტორსის” ტერიტორიაზე სადაც კომპანია “ანაგმა” ბურღი შეიყვანა რესტორნის ასაშენებლად,  7 სექტემბერს აქტივისტებმა სიმბოლურად მიიტანეს ხე, რადგან მათი აზრით, ამ ადგილას არის ხეების ადგილი და არა ბურღების.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ისინი დიღმის ტყეში დარჩებიან კარვებით იქამდე, სანამ არ შეწყდება მშენებლობა.

პოპულარული სტატიები

“ქართული ოცნების” ოფისში ბიძინა ივანიშვილსა და სალომე ზურაბიშვილს ელოდებიან

თაკო

“კი ხარ ღირსი ეგდო სიღატაკის უფსკრულში და კამერის მომშვერი არ გყავდეს”

თაკო

“მიშა დაგეწვას ბრეზენტის ჩანთა”

თაკო
გადასვლა....