NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » გუგუტიანთკარის ამბები და პრეზიდენტი აუზში
პოლიტიკა საზოგადოება

გუგუტიანთკარის ამბები და პრეზიდენტი აუზში

გუგუტიანთკარი — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარის გორის მუნიციპალიტეტში (მერეთის თემი), შიდა ქართლის ვაკეზე, მდინარე ჭარებულის (აძურის მარჯვენა შენაკადი) მარჯვენა ნაპირას. გუგუტიანთკარში საოკუპაციო ძალების მიერ ხელოვნური ბარიერის აღმართვის ფაქტი დაფიქსირდა.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკანიანმა განაცხადა, – ხელოვნური ბარიერების აღმართვის ფაქტის დაწყება, პირველად 7 აგვისტოს შეინიშნა. მას შემდეგ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, გააქტიურა მათ ხელთ არსებული ყველა დიპლომატიური მექანიზმი. საქმეში ჩართული იყო თანამეგობრობა და აქტიურ ფაზაში მიმდინარეობდა პრობლემის აღმოფხვრა. თუმცა 16 აგვისტოს ბარიერების აღმართვის ფაქტი კვლავ განმეორდა. ამ ეტამზე ეს უკანასკნელი შეჩერებულია, მაგრამ როგორც ადგილობრივი მოსახლეობა იუწყება, – რუსეთი რა დროს რას გადაწყვეტს და რა ნაბიჯს გადადგამს უცნობია.

საზოგადოება შიშის ქვეშ უკვე 11 წელია ცხოვრობს. გადაუწვეს სახლები, დააშორეს თბილ კერას, ახლა კი დამწვარი სახლის წართმევასაც ცდილობენ, რადგან ხელოვნური ბარიერის აღმართვის შემთხვევაში, რამდენიმე ადგილობრივის სახლი ოკუპირებულ ზონაში აღმოჩნდება. როგორც Newsmedia-ს მოპოვებული ინფორმაცია გვამცნობს, იმ შემთხვევაში თუ ახლად დამონტაჟებული სარწყავი მილები ოკუპირებულ ზონაში აღმოჩნდება, ორი სოფელი ურწყავი დარჩება. “ეხლა, ეს სიკეთე ორი წელი რომ ვისიამოვნეთ, უნდა წაგვართვან?!” განაცხადა ერთ-ერთმა მცხოვრებმა. როგორც ირკვება, სარწყავი მილები უკვე ორი წელია ფუნქციონირებს, მანამდე კი სოფელს წყლის მიწოდების დიდი პრობლემა ჰქონდა… სოციალური ქსელები, გუგუტიანთკარში მომხდარმა, მცოცავმა ოკუპაციამ მოიცვა.

საზოგადოების ნაწილი სახელმწიფოს უმოქმედობაში ადანაშაულებს, ნაწილი კი მის ქმედით ნაბიჯებს აფასებს, მაგრამ ფიქრობენ, რომ რუსეთი ყველა ვარიანტში გააკეთებს იმას, რასაც განიზრახავს. აქვე ვკითხულობთ “facebook”-ის ერთ-ერთი მომხმარებლის კრიტიკულ პოსტს: “ჩამოვყაროთ, რას აკეთებს ხელისუფლება გუგუტიანთკარში მიმდინარე მოვლენების ფონზე: ✓ საქართველოს ხელისუფლების ორი შტოს ვერტიკალიდან (პრეზიდენტი, პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე) იქ არავინ ჩასულა, მაშინ, როცა უკვე ჩავიდნენ ან არსებულ სიტუაციას გამოეხმაურნენ საქართველოში აკრედიტებული დიპკორპუსის წარმომადგენლები. ✓ პრეზიდენტი ლოპოტის ტბაზეა. ✓ გორის მერი – შავ ზღვაზეა, შვებულება აქვს. ✓ შერიგების მინისტრი ჩავიდა, მაგრამ ვერ დაადგინა, ემუქრება თუ არა საფრთხე ამ ბორდერიზაციით მოსახლეობას. ✓ პრემიერი გუგუტიანთკარისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევს: დღეს წეროვანში ჩავიდა, ოღონდ ჟურნალისტების გარეშე. ✓ გუგუტიანთკარში დღეს საგარეო საქმეთა მინისტრიც ჩავიდა, ოღონდ ჟურნალისტების გარეშე – პიარი არ მიყვარსო. ✓ პრემიერის არჩასვლა რომ გაემართლებინა, ზალკალიანმა გუგუტიანთკარელებს უთხრა, აქ პრემიერმა გამომგზავნაო. მოკითხვა გადასცა, რა… შევაჯამოთ: ✓ ვინც არ ჩადის, მიხეილ სააკაშვილს აბრალებს, ვინც ჩადის, რუსეთს არ აღიარებს.”

პირდაპირ თუ ირიბად იკვეთება მთავარი სათქმელი. მაშინ, როდესაც ქვეყანაში მცოცავი ოკუპაცია აქტიურ ფაზაშია, საქართველოს პრეზიდენტი და სხვა მაღალჩინოსნები, სიცილ-კისკისით ატარებენ შვებულებას, ნაცვლად იმისა რომ იდგნენ ქვეყნის სადარაჯოზე და მოიხადონ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა ერის და ქვეყნის წინაშე.

ანი კვარაცხელია

პოპულარული სტატიები

„სალომე ქართველია? იცის ქართული ენა? პატრიოტია? აბა რატომ უნდა ავირჩიოთ?”

თაკო

“ჩვენს შვილს ძალიან უნდა ფეხზე გაიაროს და ვცდილობთ, ეს სურვილი ავუსრულოთ”

თაკო

“მეგობრებო, ამ წუთის ინფორმაციით, ოპოზიცია იგებს არჩევნებს!”

თაკო
გადასვლა....