NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » სექსუალური განათლება აუცილებელია მოზარდის განვითარებისთვის
პოლიტიკა საზოგადოება

სექსუალური განათლება აუცილებელია მოზარდის განვითარებისთვის

სექსუალური განათლების მიღება საქართველოში აქტუალურად სადავო საკითხად იქცა, ვთვლი რომ ჩვენი ქვეყანა არ არის მზად მსგავსი ტენდენციისა და სიახლის მისაღებად. პირველ რიგში, ქვეყანაში არ გვყავს კვალიფიციური კადრები, რომლებიც შეძლებენ დოზირებული და გაფილტრული ინფორმაციის კონკრეტულ ასაკობრივ კატეგორიამდე სწორად, ობიექტურად და გასაგებად მიტანას.

შემიძლია დავამატო ისიც, რომ ფსიქოლოგების ჩართულობა და რეკომენდაციები საჭიროა ამ გადაწყვეტილების მისაღებად , რადგან ბავშვის, როგორც ინდივიდის მენტალური ბაზა შეიძლება არ იყოს მზად ამ ინფორმაციის მიღებისთვის, მეტიც, შეიძლება გამოიწვიოს სტრესი, შიში და ა .შ სტატისტიკის მიხედვით გოგონებში ხშირია ასეთი უარყოფითი რეაქციები ამ თემასთან დაკავშირებით ხაზი მინდა გავუსვა იმასაც , რომ სკოლების ნაწილში ეთნიკური და რელიგიური სიჭრელეა, შესაბამისად შესაძლოა მათთვის ეს გაკვეთილები დისკრიმინაციის ფორმას იღებდეს , როგორც მათი კულტურისთვის მიუღებელი, ტაბუდადებული თემის განხილვის ფაქტი. გათვალისწინებული უნდა იყოს ფაქტი, რომ სკოლაში არიან სხვა რელიგიის და ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები, შესაბამისად, როგორც აღვნიშნე იმ მიზნით, რომ მათთვის ეს არ იღებდეს შევიწროების სახეს , როგორც ფაქტს მათთვის არასასურველი და ტაბუდადებული თემის განხილვისა, უნდა მოხდეს ინდივიდუალური მიდგომა თითოეული მოსწავლისადმი მათსავე მრწამსსა და მსოფლმხედველობაზე დაყრდნობით.

ამასთანავე, თუ კონკრეტულ მოსწავლეს კატეგორიულად არ უნდა დასწრება გაკვეთილზე, საგანს უნდა მიეცეს ნებაყოფლობითი, არჩევითი სახე თუმცა ამით არ უნდა გახდეს მეორეული, უმნიშვნელო საგანი. ამ საგნის პედაგოგი აღჭურვილი უნდა იყოს დოზირებული , კომპლექსური ცოდნითა და მიდგომით ფსიქოლოგიაში, რელიგიასა და მედიცინაში რაც საშუალებას მისცემს საგაკვეთილი პროცესი ყველასთვის საინტერესო და თანაბარი გახადოს, სწორედ ამ ეტაპის სირთულის გამო ვთვლი, რომ ჯერ-ჯერობით საქართველოს არ აქვს შესაბამისი საფუძველი ამ სიახლის დანერგვისა.

ხაზგასასმელია ისიც რომ ამგვარი საგნის არასწორი, დამახინჯებული ფორმით მიწოდება შეიძლება გახდეს საბაბი ინდივიდის არაჯანსაღი მომავალი სექსუალური ცხოვრებისა. აუცილებელია რომ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტი უნდა განიხილოს დამუშავდეს და შემდგომ მოხდეს სექსუალური განათლების დანერგვა სკოლებში რადგან მოზარდი არ მოექცეს ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ რასაც შესაძლოა არასასურველი შედეგები მოჰყვეს. ადრეულ ასაკში აბორტები და სხვა მტკივნეული საკითხებიც სწორედ სქესობრივ გაუნათლებლობასთან არის დაკავშირებული . ამ ფაქტს მოწმობს საქსტატის მიერ ჩატარებული კვლევაც, რომლის მონაცემებით 2013 წელს, 15-დან 19 წლამდემდე მოზარდებში აბორტების რაოდენობის რიცხვი 1955-ს შეადგენდა.

ბევრ ევროპულ ქვეყანაში სქესობრივი განათლება სავალდებულო საგანია. იმ ქვეყნებში, სადაც სკოლებში სქესობრივ განათლებას ასწავლიან და მოსწავლეებს აქვთ ინფორმაცია იმაზე, თუ რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს შემთხვევით და/ან დაუცველ სექსს, მნიშვნელოვნად შემცირდა ნაადრევი ქორწინებები და ორსულობები, აბორტები და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები. ყველაზე პროგრესული ქვეყანა ამ მიმართულებით შვედეთია – ამ ქვეყანაში სქესობრივ განათლება სასკოლო საგანი 1950-იან წლებში გახდა. საქართველოში კი დღემდე სადაო თემად რჩება. საზოგადოება ვერ იაზრებს თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს მოზარდის ცხოვრებაში სექსუალურ განათლებას თუმცა არსებული სტერეოტიპები, მენტალიტეტი საშუალებას არ აძლევს საზოგადოებას რომ ეს პრობლემა აღმოიფხვრას.

ინფორმაციის ნაკლებობის გარდა, აბორტის ასეთი ტემპით ზრდა გამოწვეულია დამკვიდრებული სტერეოტიპებით. ბევრი არასრულწლოვანი აბორტს, ხშირ შემთხვევაში მიმართავს, არალეგალურსაც, მხოლოდ იმიტომ, რომ ოჯახის წევრებმა არ გაიგონ და ეს არ გახდეს მათი ოჯახიდან გარიყვის მიზეზი. თუმცა, არსებობს მშობლები, რომლებიც თავად აიძულებენ არასრულწლოვნებს, აბორტის გაკეთებას, რადგან მათ არ ჰყავთ მეუღლე, ე.წ „შეცდენის“ დასაფარად,  თავიდან აიცილონ დაცინვა და „სირცხვილი“ საზოგადოებისგან. ქართული მენტალიტეტის უარყოფითი სახეა თვითშეგნების არქონა, და სანამ მას არ მოვიშორებთ ქვეყანაში მუდამ სავალალო მდგომარეობა იქნება.

მარიამ ქარელი

პოპულარული სტატიები

“ძიუდოისტების” აქცია იწყება

მთავარი რედაქტორი

როგორ დავაღწიოთ თავი სმს რეკლამებს?

თაკო

ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის სქემა გაშიფრულია

თაკო
გადასვლა....