NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » ჯგალში ჰაბ-ორგანიზაცია “ათინათმა” ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართა
საზოგადოება სამეგრელო ზემო-სვანეთი

ჯგალში ჰაბ-ორგანიზაცია “ათინათმა” ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართა

მიმდინარე წლის 2 აგვისტოს, სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონულმა ჰაბ ორგანიზაცია ასოციაცია “ათინათმა” წალენჯიხის მიუნიციპალიტეტის ჯგალის თემის სერვისცენტრში გამართა სამუშაო შეხვედრა ჯგალის თემის ახალგაზრდებთან, რომელიც მიზნად ისახავდა პეტიციის შემუშავების შესახებ ინფორმირებულობის გაზრდას.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმართველობისა და სკოლის წარმომადგენლები.
შეხვედრა ინტერაქტიურ ფორმატში წარიმართა – მონაწილეებმა იმსჯელეს ახალგაზრდების პრობლემებზე და გადაჭრის გზებზე, აღნიშნეს რომ, სხვადასხვა პრობლემის იდენტიფიცირებისა და მოგვარების გზების ძიებაში, მნიშვნელოვანია პეტიციის შემუშავების სწორი ფორმის ცოდნა და ინფორმირებულობა სხვადასხვა სტრუქტურებთან თანამშრომლობის საკითხებში.

შეხვედრისას განხილულ იქნა ისეთი საკითხები, როგორიცაა: მოსახლეობის ჩართულობა, მოხალისეობა, თანამონაწილეობა და თანამშრომლობა.
შეხვედრა ჩატარდა პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი.

წყარო: სამეგრელო- ზემო სვანეთის რეგიონული ჰაბი-ასოციაცია “ათინათი”

პოპულარული სტატიები

ვინ იყო სალომე ზურაბიშვილის დედა და რას ჰყვებოდა ის ქალიშვილის შესახებ?

თაკო

შალვა შავგულიძე მზადაა ქვეყნის მთავარი პროკურორი გახდეს

მთავარი რედაქტორი

“ბერას ქორწილში არ დამპატიჟეს… ივანიშვილის გარემოცვაში ხშირად არ არის ის ხალხი, ვინც ამას იმსახურებს”

თაკო
გადასვლა....