NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » 13 წლის ალექსი ნამდვილი ავტომობილის შექმნაზე ფიქრობს
კულტურა საზოგადოება

13 წლის ალექსი ნამდვილი ავტომობილის შექმნაზე ფიქრობს

მას შემდეგ, რაც მთელმა ქვეყანამ გაიცნო წალენჯიხელი ქაიანი, თავისი არაამქვეყნიური შეხედულებებითა და ნიჭიერებით, საზოგადოებისთვის ამ რაიონის კიდევ ერთი ნიჭიერი და კრეატიული ახალგაზრდის აღმოჩენა, ცოტა არ იყოს მოულოდნელიც კი აღმოჩნდა.

ერთმანეთზე გადაბმულად, ერთი თვის განმავლობაში, ერთი ქალაქის ორი გენიოსი გამოეცხადა ქვეყანას, რომელთაც დიდი მიზნები ამოძრავებთ. ვინ იცის, მათსავით ნიჭიერი რამდენი ახალგაზრდა იმალება ამ ქალაქში და არა მხოლოდ აქ, მთელ საქართველოში.

NewsMedia გაგაცნობთ მოძრავ, მექანიკურ მანქანებზე მომუშავე 13 წლია ალექსანდრე მებონიას, რომელსაც ქაიანის მსგავსად დიდი პერსპექტივა გააჩნია. როგორც ალექსანდრე ამბობს, თავისი პირველი მასწავლებელი მამა იყო, რომელმაც ელექტრობასთან მუშაობა ასწავლა. როდესაც Youtube-ში შემთხვევით წააწყდა ხერხს, თუ როგორ უნდა ეკეთებინა მექანიკური მოწყობილობები, ალღო აუღო და გადაწყვიტა ამის კეთებით დაკავებულიყო. ელემენტები, ჩამრთველები, ბოთლების თავსახურები, მყარი ქაღალდი – ეს ის ძირითადი მასალებია, რომლებიც მას მანქანის შექმნისთვის სჭირდება.

ფოტო: რადიო ათინათი

„თავიდან ორიგამით ვიყავი დაინტერესებული. იუთუბში ვეძებდი ხერხებს თუ როგორ მეკეთებინა სხვადასხვა ნივთები და შემთხვევით წავაწყდი ამ ხერხს. შემდეგ უკვე დავიხვეწე, მანქანების გაკეთება მომინდა. იუთუბიდან ვაკეთებდი ხოლმე, ახლა კი იდეას ვნახავ და ჩემებურად, დამოუკიდებლად მივყვები პროცესს, დრო კი იმისთვის მჭირდება, რომ დავხვეწო“. ალექსის რამდენიმე გამოფენა ჰქონდა. ერთ-ერთი ზუგდიდის ტექნო-პარკში, სადაც მოწვეული სტუმრებისგან დიდი მოწონება დაიმსახურა. როგორც ამბობს, ტექნო-პარკში კურსების გავლის დიდი სურვილი აქვს.

იმედია, კეთილი ადამიანები გამოჩნდებიან და ამ სურვილის რეალიზებაში შეუწყობენ ხელს. 13 წლის ალექსი ნამდვილი ავტომობილის შექმნაზე ფიქრობს, თუმცა იცის, რომ ამისთვის ჯერ პატარაა, ვინაიდამ ის დიდ საფრთხესთანაა დაკავშირებული. მისი ოცნებაა შექმნას საუკეთესო დიზაინის ავტომობილი, საქართველოში თავისი ხელით ააწყოს და ის მსოფლიოში ისეთივე ცნობილი გახდეს, როგორიც ლამბორჯინია.

პოპულარული სტატიები

“გირგვლიანის მკვლელები ციხეში ჩავსვი მე” – ლევან მურუსიძე

თაკო

გუდამაყარში ჰესების აშენებას აპროტესტებენ- შეიქმნა მანიფესტი

თაკო

“მიჭირს ავხსნა მშობლის საქციელი… რატომ არცხვენთ შვილს სახალხოდ?”

თაკო
გადასვლა....