NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » სასიხარულო ამბავი NewsMedia-ს ერთგულ მკითხველებს (ვიდეო)
კულტურა საზოგადოება

სასიხარულო ამბავი NewsMedia-ს ერთგულ მკითხველებს (ვიდეო)

“მოგესალმებით ყველას! დღეს დამთავრდა “მსოფლიო ჩემპიონატი” სადაც საქართველოდან მონაწილეობას ვიღებდით: მე და ქორეოგრაფიული ანსამბლი “სამა” რომლებმაც ღირსეულად წარადგინეს საკუთარი ქვეყანა ხოლო ჩემს სიხარულლს საზღვარი არ ჰქონდა როცა გავიგე რომ მხოლოდ მე უნდა წარმედგინა საქართველო ნახევარ-ფინალში. წინა დღეს არ მეძინა ნერვიულობის გამო რა იქნებოდა ხვალ?! მექნებოდა თუ არა შანსი დავმდგარიყავი დიდ სცენაზე დიდი აუდიტორიის წინაშე და მოვახერხებდი თუ არა საქართველოს კარგად წარმოჩენას ნახევარ-ფინალში. ამის შემდეგ ვერც წარმოვიდგენდი რომ ფინალში გადავიდოდი რადგან ნახევარ-ფინალში ყოფნა უკვე გამარჯვება იყო ჩემთვის რადგან უამრავ კონკურსანტს შორის ჩვენ მოვახერხეთ და მოვხვდით. მეორე დღეს უნდა გამოეცხადებინათ ფინალისტები ხოლო მე უკვე დარწმუნებული ვიყავი, რომ უნდა დავკმაყოფილებულიყავი მხოლოდ ნახევარ-ფინალით რადგან ვერ მოვხვდებოდი ფინალში, ძლიერი კონკურენტების გამო მაგრამ თურმე სასწაულებიც ხდება. უცებ სცენაზე ჯერ პირველად გაისმა “Georgia” და იქ უკვე მივხვდი რომ რაღაც უნდა მომხდარიყო, რაღაც უნდა შეცვლილიყო. შემდეგ გაისმა ჩემი სახელი და გვარი. თავიდან უბრალოდ შოკირრებული ვიდექი ბოლომდე არ მქონდა გაცნობიერებული რომ წამყვანებმა მართლა ჩემი სახელი და გვარი გამოაცხადეს. ეს იყო ყველაზე დიდი გამარჯვება ჩემთვის.

რომ მე ოკეანის მიღმა პატარა ქვეყნიდან მქონდა დიდი ბედნიერება რომ საქართველო წარმედგინა “ world championship”ის საფინალო შოუში,სადაც მხოლოდ 5 მა ვოკალისტმა მოახერხა გადასვლა და სასწაული იყო იმის გაცნობიერება რომ იმ ხუთეულში ვიყავი მეც. საქართველო პირველია რომელიც პირველად წარსდგა “მსოფლიო ჩემპიონატზე” და პირველ ვიზიტზე გახდა ფინალისტი. მე გავხდი “მსოფლიო ჩემპიონის ვარსკვლავი wcopa 2019” ” – ვკითხულობთ თამუნა ლილუაშვილის Facebook გვერდზე.

კონკურსი “World Chempionship” გუშინ, 20 ივლისს დასრულდა და მსოფლიო ვარსკვლავი, 66 ქვეყანას შორის გამარჯვებული, ქართველი მომღერაღი, ყველასათვის ცნობილი, თამუნა ლილუაშვილი გახდა! მან ორი ოქროს და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვა და მსოფლიოს თავისი უნიკალური შესაძლებლობა დაუმტკიცა! NewsMedia აქტიურ ფაზაში ადევნებდა თვალს მომღერლის კარიერულ წინსვლას, როგორც თვითონ ამბობს, – მისთვის ნახევარფინალში გადასვლაც უკვე გამარჯვება იყო და ამ უკანასკნელს ვერც კი წარმოიდგენდა. NewsMedia-ს გუშინდელ სტატიას, რომელიც კულმინაციურ მომენტს ეხებოდა, საზოგადოებისგან დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. წერდნენ, – ეს ის ადამიანია, ქართველებმა რომ ვერ დააფასეს; უცხო ქვეყნის ცის ქვეშ დაფასებული ნიჭიერება; სად X-factorი და სად World Chempionshipი; ისწავლეთ დაფასება და ა. შ. როგორც ჩვენთვის ცნობილია, თამუნას ლოსანჯელესში ვიზიტი ზუგდიდის მერიამ დააფინანსა. რომ არა მუნიციპალური ბიუჯეტი და თანადგომა, თამუნა ამ ტრიუმფალურ გამარჯვებამდე ვერ მივიდოდა. წინა სტატიის პასუხგაუცემელი კითხვები, დღესაც უცვლელია!!! აქვე ვიგებთ, იმასაც, რომ თამუნამ არაერთი შემოთავაზება მიიღო პროდიუსერებისგან. მას აქვს შესაძლებლობა, სწავლა გააგრძელოს ისეთ ქვეყანაში, როგორიც ამერიკაა. სასიხარულო სიახლეების ნოტაზე NewsMedia მთელი საქართველოს სახელით, მომღერალს ულოცავს მსოფლიო ვარსკვლავის wcopa 2019-ის ტიტულს!

პოპულარული სტატიები

“აი რატომ არ უნდა შემეცოდოს გულანთებული რიგითი ქოცები?”

თაკო

“დედებს გაუფრთხილდით, დედებს…”

თაკო

გაიცანით, პრეზიდენტობის კანდიდატი ქალი, რომელმაც ხმა ზურაბიშვილს მისცა

თაკო
გადასვლა....