NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » “World Chempionship”-ის ქართველი ფინალისტი
კულტურა საზოგადოება

“World Chempionship”-ის ქართველი ფინალისტი

“10 დღის წინ, თამუნას რომ ვაცილებდი კალიფორნიაში ხომ გახსოვთ?
ჰო და ჰოლივუდში მსოფლიო ჩემპიონატზე, (სხვათაშორის თამუ, პირველი ქართველია, ვინც ამ სცენაზე მიიწვიეს) და სადაც 65 ქვეყნის წარმომადგენლები ყოვლის მნახველ და დიდებულ ჰოლივუდის სცენაზე ერთმანეთს, საკუთარ ნიჭს და გენიალურობას უმტკიცებენ, არნახული კონკურენციის პირობებში, ამ პატარა გოგომ, პატარა საქართველოდან ნახევარფინალში გადასვლა მოახერხა.
გილოცავ შენ და მთელ შემოქმედებით გუნდს, მეამაყებით!

პ.ს. კალიფორნიაში ვიზიტი, მოგეხსენებათ დიდ ხარჯებთანაა დაკავშვირებული, მხოლოდ ზუგდიდის მერიამ გამოიჩინა ყურადღება ( ამ კუთხით, ნამდვილად საუკეთესოები არიან)
ხოლო პრეზიდენტმა და სხვა მაღალჩინოსებმა განაცხადეს, რომ ბიუჯეტში ფული არ იყო!
ქვეყნის რეკლამა და ახალგაზრდების განვითარებაზე პრიორიტეტული რა დააფინანსეს საინტერესოა?
არადა, სპორტის და კულტურის საერთაშორისო წარმატების დროს ლოჟაში კარგად ნებივრობენ!
სულ დამავიწყდა, ეს ის გოგოა, ქართულ შოუებში რომ არ დააფასეს!
Edite: უკვე ფინალშია, დანარჩენი ტექსტი უცვლელი!”, -წერს ბაკურ ხუბულავა.
თამუნა, “რიბი-რაბოსა” და ანსამბლ “გინცი”-ს წამყვანი სოლისტი და უკვე, ამერიკაში, ლოს ანჯელესში მიმდინარე კონკურსის “Worlds championship”-ის ფინალისტია.

ის გენიალური ხმის ტემბრით დაჯილდოებული ახალგაზრდაა, რომელიც საქართველოში, “X-factor 2018″-ის სცენაზე ვერ დააფასეს და სამწუხაროდ, დროზე ადრე მოუწია კონკურსის დატოვება. მეტიც, როგორც ბაკური ამბობს, – ლოსანჯელესში ვიზიტიც არ ყოფილა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული. რას ხმარდება ის თანხა, რომელიც მსგავსად ნიჭიერი ახალგაზრდების ხელშეწყობისთვისაა გაწერილი?! რატომ არ დააფინანსა სახელმწიფომ ადამიანი, რომელსაც ქვეყნის სახელი ებარება?! ეს და სხვა მრავალი კითხვა, ჯერჯერობით პასუხგაუცემელია. თუმცა აქვე ვიგებთ იმასაც, რომ პრეზიდენტისა და სხვა მაღალჩინოსნებისგან იმედგაცრუებული მომღერალი, ზუგდიდის მერიამ არ გააწბილა. თამუნა დააფინანსენ და სწორედ რომ მათი დამსახურებაა, დღეს ის, ფუნალურ ეტაპზე ქვეყნის დესპანის ამპლუაში წარსდგა!

NewsMedia-ს მოპოვებული ინფორმაციაზე დაყრდნობით ვიგებთ, რომ დღეს, 20 ივლისს არის ფინალი, სადაც ქართველი მომღერალი თავის მაქსიმუმს დაუმტკიცებს მსოფლიოს. ასე ამბობს, – ” ფინალშიც ისე წარვსდგებით როგორც გვჩევია. აქ არ ვარ მხოლოდ მე, ჩემს გვერდით ჩემი საქართველოა.”
თამუნა ლილუაშვილი თავის “Facebook”გვერდზე აქვეყნება –
“ხვალ ფინალია. ხვალ წარმოუდგენლად კარგად უნდა წარმოვაჩინოთ საქართველო. მე მხვდა წილად “მსოფლიო ჩემპიონატის” საფინალო ნომერი და ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ჩემთვის.️ ზეგ უკვე არის დაჯილდოებაა, ჩვენ ყველაფერს შევძლებთ. მადლობა ყველას ვინც მხარში მიდგას და ჩემს წარმატებას იზიარებს.”
დღეს დიდი დღეა! დღე, როდესაც ქართული ხმა მსოფლიოს დიდ სცენაზე უნდა გაჟღერდეს და სიამაყით, ქართული დროშა აფრიალდეს!

პოპულარული სტატიები

სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომლითაც მან სახელმწიფო საიდუმლოება გასცა

თაკო

„არა! ქიმიურ საწყობს ბათუმში!“

წელს მე-6 და მე-10 კლასელებს გამოცდები არ ჩაუტარდებათ

თაკო
გადასვლა....