NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » ბავშვი რომელსაც იუპიტერზე მოგზაურობა სურს (ვიდეო)
საზოგადოება

ბავშვი რომელსაც იუპიტერზე მოგზაურობა სურს (ვიდეო)

დიდი გამოხმაურება მოჰყვა 9 წლის ქაიანის ვიდეოს, სადაც ის ასტრონომიაზე საუბრობს. ქაიან ბელქანია არის პატარა ბიჭი რომელსაც ძალიან უყვარს: ასტრონომია, მეცნიერება და ისტორია.იცის ყველაფერი მხოლოდ თავისი წაკითხულით, ქაიანი ასტრონავტობაზე ოცნებობს და ის ამბობს, რომ მიზნის მისაღწევად ყველაფერს გააკეთებს.

ქაიანი, ცოტა არ იყოს “უცნაური” ბავშვია მაგრამ სწორედ ამ “უცნაურობაშია” მისი განსხვავებულობა, იგი არ ჰგავს სხვა თანატოლებს და მასთან საუბარში აუცილებლად აღმოაჩენთ მის ვუნდერკინდულ უნარებს. ქაიანის ოჯახი სოციალურად დაუცველია და მათ არ აქვთ იმის საშუალება რომ ქაიანს წიგნები უყიდონ. ქაიანის დიდი ოცნებაა წიგნით სავსე კარადა, რათა უფრო მეტი იკითხოს და გაიგოს ასტრონომიაზე.

ვიდეოს დადების შემდეგ სადაც ქაიანი საუბრობს გალაქტიკაზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები და რესურცენტრის უფროსი ესტუმრა ქაიანს და შეპირდნენ რომ მას აუცილებლად აჩუქებდნენ კომპიუტერს და ასევე ოჯახს ფინანსურადაც დაეხმარებოდნენ.

უამრავი ადამიანი გამოჩნდა ვისაც სურს მისი დახმარება. ასეთი ნიჭი არ უნდა იკარგებოდეს,საქართველოს ძალიან სჭირდება ასეთი ნიჭიერი ბავშვები რათა წინ წაიწიოს ყველანაირ ასპექტში. ქაიანი ბავშვებისთვის არის მაგალითი იმისა, რომ დრო არ ხარჯონ ფუჭად და იკითხონ ბევრი.

ნიუსმედია ქაიანს წარმატებებს უსურვებს. ის უმაგრეს ბიჭია, რომელსაც ასე ძალიან უყვარს კითხვა და 9 წლის ასაკში ფლობს მე-11,მე-12 კლასის პროგრამას თავისუფლად. საქართველოს ჰყავს ვუნდერკინდი ბავშვი სახელად ქაიან ბელქანია. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ დადგება დრო როდესაც ჩვენ ამ ბიჭის სახელსა და გვარს ყველგან მოვისმენთ.

პოპულარული სტატიები

თბილისის მერია საახალწლოდ გამოყენებული ნაძვის ხეებისა და ჩიჩილაკებისთვის ჩასაბარებელ ადგილს გამოყოფს

თაკო

საქართველოში ექთნების უმრავლესობის ხელფასი 500 ლარზე ნაკლებია

თაკო

“დაივიწყეთ, რომ დედაჩემია, ამ ქალმა მიატოვა კარიერა, რომ საქართველოში ემსახურა” – ქეთევან გორჯესტანი სალომე ზურაბიშვილზე

თაკო
გადასვლა....