NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » ჯგალის ახალგაზრდები ითხოვენ თავისუფალ და მოდერნიზებულ გარემოს
კულტურა პოლიტიკა სიახლეები

ჯგალის ახალგაზრდები ითხოვენ თავისუფალ და მოდერნიზებულ გარემოს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯგალის ახალგაზრდები პროტესტს გამოთქვამენ. პროტესტის მიზეზი კი ის არის, რომ მათ არ აქვთ  თავშეყრის ადგილი სადაც თავისუფალ დროს გაატარებენ. მართალია სოფ.ჯგალში არის მოედანი, მაგრამ ის რესტავრაციას საჭიროებს, რაც თანხებთაანაა დაკავშირებული. მათივე თქმით მოედანზე არ არის განათება და შესაბამისი პირობები თამაშისთვის.

ახალგაზრდებმა ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნეს პოსტები ლოზუნგით #ყველაჯგალისთვის , ასევე ფეისბუქ გვერდის საშუალებით მიმართეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერს ბატონ ბესიკ ფარცვანიას, რათა დახმარება გაეწია მათთვის.

მოსახლეობას რამდენიმე მოთხოვნა აქვს. მათთვის მნიშვნელოვანია, რომ ჰქონდეთ მოედანი ან თუნდაც სკვერი სადაც თავშეყრასა და გართობას დაუბრკოლებლად შეძლებენ, ,, ჩვენ ბევრს არაფერს ვითხოვთ უბრალოდ ელემენტარული რაღაცაა, რომ გვქონდეს ერთი მოედანი და სკვერი სადაც არ ვიქნებით იმის მოლოდინში თუ როდის დაგვადგება თავს პოლიცია . ამიტომ მოგიწოდებთ ყველა ჯგალელს რომ ვიაქტიუროთ.“

newsmedia-ს ჯგუფს აქვს იმედი იმისა, რომ შესაბამისი ორგანოები გაუწევენ სოფ.ჯგალის ახალგაზრდებს დახმარებას, რადგან მომავალი ახალ თაობაზე დგას, ხოლო ახალგაზრდებს  შესაბამისი პირობები სჭირდებათ. არ უნდა იყოს ქალაქის მკვიდრი ახალგაზრდა რაიმე სახით პრივილეგირებული სოფელში მცხოვრებ ბავშვზე. ბავშვები უნდა იზრდებობდნენ თანაბარ პირობებში.

პოპულარული სტატიები

“ვუსამძიმრებ ჩვენს მოსახლეობას, დღეს ძალიან სამარცხვინო რამ მოხდა”

თაკო

სოფელ წუნართან ავარიას 9 წლის ბავშვი ემსხვერპლა

ზვიად კუპრავა პრემიერს მიმართავს

მთავარი რედაქტორი
გადასვლა....